www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კორპორაციული გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: სქაილაინი
გამოქვეყნდა: 4 ნოემბერი / განცხადების ვადა: 3 დეკემბერი

კომპანია "სქაილაინი" არის ტექნიკის ონლაინ მაღაზია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ტექნიკის ფართო სპექტრს საქართველოს ნებისმიერ წერტილში, მიწოდების უფასო სერვისით.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას კორპორაციული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ვის ვეძებთ?

მოტივირებულ, სწავლაზე და განვითარებაზე ორიენტირებულ პიროვნებას.

კომპანია "სქაილაინისთვის" ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია კადრი, რომელსაც აქვს მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და სწავლის სურვილი, რომ გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კორპორაციული კლიენტების მოძიება;
** შეხვედრების ორგანიზება და პრეზენტაციების ჩატარება;
** პოტენციური კორპორაციული კლიენტებისთვის კომპანიის პროდუქციის შეთავაზება და გაყიდვა;

ჩვენ გთავაზობთ:

** პიროვნულ და კარიერულ განვითარებას
** გრძელვადიან თანამშრომლობას
** მეგობრულ გუნდთან ერთად მუშაობის შესაძლებლობას

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა;
** პუნქტუალურობა;
** დაგეგმვის და დროის მართვის უნარი

სამუშაო პირობები:

** სამუშაო საათები: 11:00-დან 18:00 საათამდე;
** სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.
** თბილისი, ვაჟა ფშაველას გამზირი 70ბ.
** სტაჟირების პერიოდი: 2 კვირა არაანაზღაურებადი;
** საწყისი ანაზღაურება: ფიქსირებული 500 ლარი (მზარდი) + ბონუსი (დამოკიდებულია შესრულებული სამუშაოს ეფექტურობაზე, მაქსიმალური ოდენობა განსაზღვრული არ არის)

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე: info@sky-line.ge, სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "კორპორაციული გაყიდვების მენეჯერი".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |