www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: 1C ადმინისტრატორი
მომწოდებელი: იბერია რეფრეშმენტსი
გამოქვეყნდა: 4 ნოემბერი / განცხადების ვადა: 3 დეკემბერი

ს.ს. "იბერია რეფრეშმენტსი" არის "პეპსიკოს" ოფიციალური ბოთლერი საქართველოში და ფუნქციონირებს 2001 წლიდან. ამჟამად არის კერძო საერთაშორისო საინვესტიციო ჯგუფის "Revery Group"-ის წევრი და აქვს ექსკლუზიური უფლება აწარმოოს და დისტრიბუცია გაუწიოს უალკოჰოლო გამაგრილებელ სასმელებს (Pepsi, 7UP, Mirinda, Aquafina) და "სნექებსის" კატეგორიას (Lays, Doritos, Cheetos, etc); ასევე, ახორციელებს Max Power-ის და ქართული ლიმონათების (Iberia) წარმოებას და დისტრიბუციას საქართველოში.

სს "იბერია რეფრეშმენტსი" აცხადებს ვაკანსიას 1C ადმინისტრატორის პოზიციაზე თბილისში.

ძირითადი მოვალეობები:

** 1C სერვისების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
** 1C პროგრამაში ახალი ფუნქციონალური მოდულების დანერგვაში მონაწილეობა;
** 1C ERP 8.3 ადმინისტრირება/გამართვა;
** რეპორტების აწყობა მომხმარებლების მიხედვით (ყველა შესაბამის მოდულში);
** პროგრამის ადმინისტრირებისათვის საჭირო სხვა ფუნქციების შესრულება;
** 1C კონფიგურაციების ოპტიმიზაცია;
** ტექნიკურ პრობლემებზე რეაგირება/კონტროლი;
** მონაცემთა ბაზების მართვა;
** ტექნიკური დახმარების გაწევა კომპანიის მასშტაბით;
** პროგრამული უზრუნველყოფის ახალი ფუნქციონალის (ან ახალი მოდიფიკაციების) ტესტირება;
** საჭიროების შემთხვევაში, მომხმარებლისათვის ინსტრუქციის ფაილების მომზადება;
** 1C კონფიგურაციების ოპტიმიზაცია;

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (IT ან ტექნიკური განათლება ჩაითვლება უპირატესობად)
** კომპიუტერული და ტექნიკური უნარები
** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება 1C ERP 8.3 ადმინისტრატორის პოზიციაზე დისტრიბუციის სექტორში
** ინგლისური და რუსული ენების ფლობა
** Microsoft Office - ის ცოდნა (Excel - ის მაღალ დონეზე ფლობა)
** მონაცემების დამუშავებისა და ცხრილებთან მუშაობის გამოცდილება
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** 1 C ERP დანერგვებში მონაწილეობა ჩაითვლება უპირატესობად

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა
** პუნქტუალურობა
** სხარტი აზროვნება.

ჩვენ გთავაზობთ:

** განვითარებისა და დაწინაურების პერსპექტივა
** კონკურენტული ანაზღაურება (დამოკიდებულია გამოცდილებაზე)
** ჯანმრთელობის დაზღვევის კონკურენტული პაკეტი

ყველა დაინტერესებულ კანდიდატს შეუძლია გამოგზავნოს საკუთარი რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: hr@pepsi.ge. პოზიციის დასახელება "1C ადმინისტრატორი " უნდა იყოს მითითებული ელფოსტის სათაურში ("subject"-ში). დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 3 დეკემბერი, 2022 წელი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |