www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სტაჟიორი/უმცროსი სპეციალისტი - ფასეულობების აღწერა, კონტროლი
მომწოდებელი: გორგია
გამოქვეყნდა: 4 ნოემბერი / განცხადების ვადა: 3 დეკემბერი

სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი "გორგია" აცხადებს ვაკანსიას მატერიალური ფასეულობების აღწერის და კონტროლის დეპარტამენტის სტაჟიორის/უმცროსი სპეციალისტის პოზიციაზე.

კომპანია ქართულ ბაზარზე 1998 წლიდან პოზიციონირებს და მომხმარებლებს 4 000 ზე მეტი დასახელების საერთაშორისო ბრენდს და 50 000-მდე დასახელების სამშენებლო-სარემონტო, საყოფაცხოვრებო პროდუქციას სთავაზობს.

დღესდღეობით კომპანია აერთიანებს 1600-მდე თანამშრომელს და წარმოდგენილია საქართველოს მასშტაბით 7 დიდ ქალაქში: თბილისი, რუსთავი, ბათუმი, ქუთაისი, თელავი, ზუგდიდი, მარნეული.

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიონალ გუნდთან ერთად პროფესიული და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას;
** სტაბილურ, გუნდურ სამუშაო გარემოს;
** უფასო ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
** FitPass ბარათს;
** უფასო კვებას;

ფუნქცია-მოვალეობები:

** პროდუქციის გადანაწილება ინვენტარიზაციის ჯგუფებში;
** დასრულებული აღწერის დოკუმენტების პროგრამული კონტროლი ;
** საჭიროების შემთხვევაში შერჩევითი და სრულ ინვენტარიზაციის პროცესებში ჩართვა ;
** ინვენტარიზაციის პროცესში ჩართული თანამშრომლების ცოდნის დონის ამაღლებაზე ზრუნვა ;
** ფილიალების ჭრილში გაწერილი გეგმა გრაფიკის ვადების კონტროლი;
** საჭიროებისამებრ სხვა რელევანტური ფუნქცია-მოვალეობების შესრულება;

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების/ეკონომიკის მიმართულებით;
** სამუშაო გამოცდილება ინვენტარიზაციის მიმართულებით;
** 1C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ლოგიკური აზროვნების უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გადაწყვეტილების მიღების უნარი.

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში: გამოგვიგზავნეთ CV ელფოსტაზე: recruit@gorgia.ge (სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება).

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, ეწვიეთ ჩვენს გვერდს: https://gorgia.ge/

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |