www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ინჟინერ-ენერგეტიკოსი
მომწოდებელი: სტერეო+
გამოქვეყნდა: 4 ნოემბერი / განცხადების ვადა: 30 ნოემბერი

შპს "სტერეო +" აცხადებს ვაკანსიას ინჟინერ-ენერგეტიკოსის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** დიზელ-გენერატორების, ავტომატური გადამრთველი მოწყობილობის მონტაჟი-დემონტაჟი
** უწყვეტი კვების წყაროს (UPS)-ების მონტაჟი-დემონტაჟი
** ობიექტებზე არსებული აპარატურის ელ.ენერგიით მომარაგება
** დიზელ-გენერატორების მომზადება ზამთრის რეჟიმისთვის

ძირითადი მოთხოვნები:

** მართვის მოწმობა მინიმუმ 2 წლიანი მართვის გამოცდილებით
** უმაღლესი განათლება ენერგეტიკის მიმართულებით

აუცილებელი უნარ-ჩვევები:

** დაკვირვებულობა და ორგანიზებულობა
** პრობლემების დროულად და მშვიდად მოგვარების უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი უნარი
** საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება

შენიშვნა: შპს "სტერეო +"-ს ანძა-კონსტრუქტორები განთავსებულია მთელი ქვეყნის მასშტაბით და გთხოვთ, გაითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ ამ პოზიციაზე დასაქმებულ პირს ხშირად მოუწევს სამსახურებრივ მივლინებაში გასვლა.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, 2022 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით, გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) ელ. ფოსტის მეშვეობით შემდეგ მისამართზე: hr@digitaltv.ge და სათაურის ველში აუცილებელია მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება გასაუბრება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |