www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: რისკ მენეჯერი
მომწოდებელი: დიზი ლიზინგი
გამოქვეყნდა: 4 ნოემბერი / განცხადების ვადა: 3 დეკემბერი

საერთაშორისო სალიზინგო კომპანია "დიზი ლიზინგი" ოპერირებს საქართველოს ბაზარზე 2021 წლის დეკემბრიდან ქ. თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში.

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ იხილოთ კომპანიის საიტი : https://www.dizi.ge

კომპანია აცხადებს ვაკანსიას რისკ მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები და ფუნქციები:

** მომხმარებლის შესახებ შეგროვებული პირადი მონაცემების გადამოწმება, მათი ანალიზი და სიზუსტის დადგენა;
** მსუბუქი ავტომობილების შეფასება, ბაზარზე ანალოგების მიხედვით საბაზრო და სალიკვიდაციო ღირებულების განსაზღვრა;
** დასაფინანსებელი თანხის განსაზღვრა/ანალიზი და დამტკიცება;
** კომპანიის რისკების მართვის სისტემების განვითარება;
** ბიზნეს პროცესის ოპტიმიზაცია და ავტომატიზაცია ფიზიკური პირების განაცხადების განსახილველად;
** ორგანიზაციის რისკების შესახებ ანგარიშების მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს სფეროში;
** ავტომობილის შეფასების გამოცდილება;
** სასურველია რუსული ენის ცოდნა;
** Microsoft office.

პიროვნული თვისებები:

** დეტალებზე ორიენტირება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დროის მართვის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: HR@dizi.ge

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "რისკ მენეჯერი".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |