www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კონსულტანტი
მომწოდებელი: Kitchen & Living
გამოქვეყნდა: 9 ნოემბერი / განცხადების ვადა: 9 დეკემბერი

"Gastronome"-ის ჰოლდინგი დაარსდა 2019 წელს და დღეს უკვე ბაზარზე წარმოდგენილია შვიდი პრემიუმ კლასის დელიკატესების მაღაზიით; Shop & Dine კონცეფციის რესტორნებით: "Bistro by Gastronome", "Argentinian Steakhouse by Gastronome", მეიდანზე ქართული რესტორნით "თამარა", და კონცეპტუალური შოურუმით "Kitchen and Living by Gastronome".

ვეძებთ ინტერიერის დიზაინით დაინტერესებულ გუნდის წევრს კონსულტანტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლებთან ურთიერთობა
** პროდუქციის შესახებ ხარისხიანი და სწრაფი კონსულტაციის გაწევა
** გაყიდული პროდუქციის ფასის გადამოწმება
** გაყიდული პროდუქციის გატარება
** ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით რეალიზაციისას პროცედურების სრული დაცვა
** ონლაინ შეკვეთების მიღება და კონსულტანტებისთვის გადაცემა
** მაღაზიაში წარმოებული ფინანსური ოპერაციების დღის დახურვა
** მაღაზიაში არსებული პროდუქციის ზედმიწევნით ცოდნა.

მოთხოვნები/უნარები:

** სასურველია მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება მოლარის პოზიციაზე
** უმაღლესი განათლება
** ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა
** კომუნიკაციის გამორჩეული უნარი
** დეტალებზე ორიენტირებული
** ორგანიზებული.

ანაზღაურება: 800 ლარი + ბონუსი.
სამუშაო გრაფიკი: მოძრავი, კვირაში 40 საათი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: cv@gastronome.ge და სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |