www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: Holiday Factory
გამოქვეყნდა: 9 ნოემბერი / განცხადების ვადა: 9 დეკემბერი

ტურისტული კომპანია "შპს ჰოლიდეი ფაქტორი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** პირველადი დოკუმენტების შექმნა;
** საბუღალტრო ოპერაციების გატარება პროგრამაში;
** საბუღალტრო ოპერაციების სისწორის კონტროლი;
** სალაროში შემოსული თანხის აღრიცხვა და კონტროლი;
** ყოველთვიური და წლიური საგადასახადო დეკლარაციების მომზადების პროცესში მონაწილეობის მიღება;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ სხვა რელევანტური დავალებების შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები/პიროვნული უნარ-ჩვევები:

** საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა;
** ბუღალტრული პროგრამის Fina-ს ცოდნა (ჩაითვლება უპირატესობად);
** საგადასახადო და სამეწარმეო კანონმდებლობის ცოდნა (ჩაითვლება უპირატესობად);
** განათლება, ბიზნეს ადმინისტრირების, ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური ენის ცოდნა;

საჭირო პიროვნული უნარ-ჩვევები:

** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პროცესების ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება და დროის ეფექტურად განაწილების უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგი მეილის მისამართზე: finance.georgia@holiday-factory.com



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |