www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მონაცემთა ანალიტიკოსი
მომწოდებელი: მეამა
გამოქვეყნდა: 9 ნოემბერი / განცხადების ვადა: 9 დეკემბერი

"მეამას" კომერციულ დეპარტამენტში ვეძებთ მონაცემთა ანალიტიკოსს.

"მეამაში" ჩვენი მთავარი საქმიანობა კაფსულის ყავის შექმნა და საქართველოში ინოვაციური პროდუქტების დანერგვაა. გვსურს, ახალი მიდგომებით შევცვალოთ ყავის საუკუნოვანი ტრადიცია და შევქმნათ პროგრესი მნიშვნელოვანი ცვლილებებისთვის. თუ გაქვს სურვილი, შენც გახდე "მეამას" არომატული თავგადასავლის ერთ-ერთი შემოქმედი, მაშინ გაეცანი ახალი ვაკანსიის პირობებს და შემოგვიერთდი.

მონაცემთა ანალიტიკოსის ფუნქცია-მოვალეობები:

** მონაცემთა ბაზებთან მუშაობა;
** ყოველდღიური (თვე, წელი) რეპორტების შექმნა, შედეგების ანალიზი;
** გაყიდვების ყველა არხის მიხედვით ინფორმაციის დამუშავება და ანალიზი;
** გაყიდვების ყველა არხის მიხედვით დამუშავებული მონაცემების რეპორტინგი;
** SAP ანალიტიკის წარმოება;
** კომპანიის სხვადასხვა დეპარტამენტების თანამშრომლებთან კომუნიკაცია და რეპორტების გაცნობა;
** რეპორტების ავტომატიზაცია.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა და ამ მიმართულებით მუშაობა;
** SQL ბაზებთან მუშაობის გამოცდილება;
** ERP პროგრამებში მუშაობის გამოცდილება.

"მეამა" გთავაზობთ:

** გემრიელ და არომატულ ყავას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კომფორტულ სამუშაო გარემოს და მუდმივ განვითარებას.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელმისამართზე: career@meama.ge, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ: "მონაცემთა ანალიტიკოსი".

რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან. კანდიდატების შერჩევა მოხდება კონკურსის წესით, გასაუბრების საფუძველზე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |