www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ხარისხის მართვის სპეციალისტი
მომწოდებელი: სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 9 ნოემბერი / განცხადების ვადა: 10 დეკემბერი

"სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი" აცხადებს ვაკანსიას ხარისხის მართვის სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: სრული

ფუნქცია-მოვალეობები:

** უნივერსიტეტში მოქმედი ხარისხის უზრუნველყოფის შიდა მექანიზმების განხორციელება;
** საგანმანათლებლო პროგრამების პერიოდული შეფასება და მონიტორინგი;
** აკრედიტაციის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით პროგრამებისა და სილაბუსების მონიტორინგი;
** აკრედიტაციის პროცესისთვის მოსამზადებელი სამუშაოები და თვითშეფასების დოკუმენტების მომზადების პროცედურები;
** აკადემიური საბჭოს მდივნის ფუნქციის შესრულება;
** ხარისხის მართვის სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში შემოსულ წერილებზე პასუხის გაცემა;
** შიდა ხარისხის მექანიზმების მიხედვით დასკვნების მომზადება;
** ავტორიზაციის თვითშეფასების ჯგუფის ორგანიზება;
** საბაკალავრო და სამაგისტრო სწავლების საფეხურზე სტუდენტების მისაღებად საჭირო ანკეტა-კითხვარის შემუშავებაში მონაწილეობა და გაგზავნა;
** სტრატეგიული მიზნების განხორციელება;
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ბაკალავრის ხარისხი, განათლების ადმინისტრირების, სამართლის ან სხვა მსგავს სფეროში);
** 2 წლიანი გამოცდილება ხარისხის უზრუნველყოფის სფეროში;
** 1 წლიანი მენეჯერული გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა (B2);
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office);
** სასურველია SPSS-ის სერტიფიკატის ფლობა.

პიროვნული უნარები:

** დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** საქმიანობის დაგეგმვის და განაწილების უნარი;
** გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** ჯგუფში მუშაობის უნარი.

შერჩევის ეტაპები:

** CV-ების გადარჩევა;
** გასაუბრება.

CV-ების მიღება იწარმოებს 10 დეკემბრის ჩათვლით.

დაინტერესებულმა პირებმა CV გამოგზავნეთ შემდეგ მისამართზე: hr@sabauni.edu.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |