www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ადამიანური კაპიტალის მართვის სამსახურის უფროსი
მომწოდებელი: სითიქომი
გამოქვეყნდა: 9 ნოემბერი / განცხადების ვადა: 9 დეკემბერი

"Citycom" არის ონლაინ პლატფორმა, სადაც ურთიერთობები კიდევ უფრო მარტივი ხდება. ჩვენ ერთმანეთთან ვაკავშირებთ სამეზობლოს რომლებსაც საერთო გამოწვევების დაძლევა უნდათ და ამისთვის თანხების მობილიზება სჭირდებათ.

"Citycom" ელექტრონული საფულის საშუალებით, ეხმარება კორპუსის სამეზობლოს პირადი და კორპუსის ფინანსების მარტივად და გამჭვირვალედ მართვაში, თანხების შეგროვებასა და კეთილმოწყობაში.

გაიგე უფრო მეტი აქ: https://citycom.ge/ https://hello.citycom.ge/

კომპანიის მოკლე ინფო:

** საქმიანობის სფერო: ფინტეკი; (ბილინგის სისტემა)
** პოზიციონირება: იტ/დეველოპერული კომპანია;
** დასაქმებულთა რაოდენობა: 80 ადამიანი;
** ბაზარზე არსებობის პერიოდი: 4 წელი

კომპანიაში ვეძებთ:

მაღალი ხარისხის ლიდერული და ორგანიზაციული უნარების, დროის მენეჯმენტის, პრიორიტეტების განსაზღვრის, დელეგირების და გადაწყვეტილების მიღების უნარის მქონე ამბიციურ ადამიანს ადამიანური კაპიტალის მართვის სამსახურის უფროსის პოზიციაზე სამუშაოდ.

რომელსაც სურვილი აქვს განავითაროს და ახალ ეტაპზე გადაიყვანოს გუნდი და კომპანია.

საქმე რომლებშიც გვჭირდება შენი დახმარება:

** კომპანიის მენეჯმენტთან ერთად კორპორაციული კულტურის შექმნა/დანერგვა;
** რეკრუტინგის სრული ციკლის მართვა/კოორდინირება.
** HR ადმინისტრირების პროცესების მართვა/მონიტორინგი;
** HR პოლიტიკებსა და პროცედურებთან დაკავშირებული საკითხების მართვა, საჭიროების შემთხვევაში მათში ცვლილებების შეტანა.
** ყოველთვიურად ხელფასის ფაილის მომზადება, ბუღალტერიისთვის მიწოდება. RS ის ბაზის მონიტორინგი;
** გუნდის ახალი წევრების სამუშაოზე ადაპტაცია-სოციალიზაციის (onboarding) სისტემის მხარდაჭერა და მონიტორინგი;
** მენეჯერებისათვის გუნდის შესრულებული სამუშაოს მართვის საკითხებთან დაკავშირებით მხარდაჭერის უზრუნველყოფა (მაგ. ქოუჩინგი, კონსულტაცია, კარიერული განვითარება, დისციპლინური ქმედებები, განვითარებისა და შესრულების შეფასების სისტემის მხარდაჭერა);
** შესაბამისი სამსახურის/განყოფილებისთვის სხვადასხვა HR პროექტების კოორდინირება და მართვა.
** გუნდის სწავლების საჭიროებების განსაზღვრა, ტრენინგების დაგეგმვა და ჩატარების უზრუნველყოფა; სასწავლო პროგრამების შეფასებისა და მონიტორინგში მონაწილეობა; ** სასწავლო მიზნების მიღწევის უზრუნველსაყოფად სისტემატური მონიტორინგი;

გამოცდილება რომელიც მნიშვნელოვანია რომ გქონდეს:

** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის 2 წელზე მეტი გამოცდილება
** 70-100 კაციანი გუნდის მართვის გამოცდილება
** რეკრუტინგის პროცესის მართვის გამოცდილება (მათ შორის ტექ. რეკრუტინგის)
** გუნდის მართვის და განვითარების გამოცდილება

დაქვემდებარებული გუნდი: HR ასისტენტი
სამუშაო დრო: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00
ანაზღაურება: 2500-3000 ლარი (NET)
ლოკაცია: თბილისი, კოსტავას ქ.

თუ გაგიჩნდათ გაგიჩნდა განცდა, რომ ეს ის საქმეა, რაც აქამდეც გიკეთებიათ და კიდევ უფრო მეტის კეთების სურვილი გაქვთ მაშინ, გამოგვიგზავნე შენი CV ელექტრონულ მისამართზე: hr@citycom.ge.

CV-ის გამოგზავნისას გთხოვ, რომ მეილის სათაურის (Subject) ველში გადაიტანო ეს დასახელება: "ადამიანური კაპიტალის მართვის სამსახურის უფროსი".

წინამდებარე ვაკანსიისათვის კანდიდატის მიერ CV-ს წარდგენა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების პოტენციური დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან მისი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენისა და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, როგორც შრომითი ურთიერთობის დამყარებამდე პერიოდში, ასევე ასეთი ურთიერთობის დასრულებიდან კანონით განსაზღვრული ვადით. დამსაქმებელი იტოვებს უფლებას ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის კანდიდატის CV გაუზიაროს მესამე პირ(-ებ)საც.

დიდი მადლობა დაინტერესებისათვის.

"CITYCOM"-ის გუნდი გისურვებთ წარმატებებს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |