www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: არქიტექტორ-ტექნიკოსი
მომწოდებელი: რუმბოქსი
გამოქვეყნდა: 9 ნოემბერი / განცხადების ვადა: 9 დეკემბერი

"რუმბოქსი" აცხადებს ვაკანსიას არქიტექტორ-ტექნიკოსის (მხაზველის) თანამდებობაზე.

მოვალეობები:

** პროექტებისთვის სამუშაო დოკუმენტაციის შემუშავება;
** პროექტის მსვლელობის ყველა ეტაპზე საჭირო ტექნიკური დოკუმენტაციის სისრულეში მოყვანა (როგორც ექსტერიერი, ისე-ინტერიერი)
** გუნდური მუშაობა სტუდიის მენეჯერთან.

პროფესიული უნარები:

** Revit-ის, და AutoCAD-ის სრულყოფილად ფლობა, ასევე სტანდარტული საოფისე პროგრამული პაკეტის ცოდნა;
** 3DS Max, SketchUp -ის ცოდნა ჩაითვლება პრიორიტეტად;
** სამშენებლო კოდებისა და რეგულაციების ცოდნა;
** შენობის შიდა საინჟინრო ქსელებისა და სისტემების ექსპლუატაციისა და მოწყობის პრინციპების გაგება (გათბობა; ვენტილაცია; წყალმომარაგება; კონდიცირება)
** საპროექტო დოკუმენტაციის შემუშავებისა და შესრულების სტანდარტების ცოდნა;

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება არქიტექტურასა და მშენებლობაში;
** სამუშაო გამოცდილება ინტერიერის დიზაინის და არქიტექტურის მიმართულებით. საჭიროა მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება.

მნიშვნელოვანი თვისებები:

** მაღალი პროფესიონალიზმი;
** სიახლეებისა და ახალი სფეროების შესწავლისთვის მზაობა;
** პასუხისმგებლობა, შრომისმოყვარეობა;
** პუნქტუალურობა;
** დეტალების მიმართ დაკვირვება;
** შეზღუდულ დროში მობილიზებისა და ეფექტურად მოქმედების უნარი, პრიორიტეტების სწორად მინიჭების უნარი;
** გუნდური მუშაობისა და შედეგზე პასუხისმგებლობის აღების უნარი;
** პროექტების ავტორის ხელმძღვანელობით გუნდური მუშაობის სურვილი.

პირობები:

** სამუშაო საათები 09:00-18:00;
** 5 სამუშაო დღე (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით);
** გამოსაცდელი ვადის ხანგრძლივობაა 3 თვე;
** ანაზღაურება დამოკიდებულია კვალიფიკაციასა და გასაუბრების შედეგებზე.

განვიხილავთ კანდიდატებს მხოლოდ რეზიუმეთი და პორტფოლიოთი, შეგიძლიათ ატვირთოთ PDF ფაილები შემდეგ ბმულზე: https://forms.gle/Y1SVVQJsPzQSpuCU8.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |