www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტალანტების შერჩევის სპეციალისტი
მომწოდებელი: თოდუას კლინიკა
გამოქვეყნდა: 9 ნოემბერი / განცხადების ვადა: 9 დეკემბერი

"თოდუას კლინიკა" აცხადებს ვაკანსიას ტალანტების შერჩევის სპეციალისტის პოზიციაზე.

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნესის მართვის, შრომისა და ორგანიზაციული ფსიქოლოგიის ან მომიჯნავე სფეროებში;
** სამუშაო გამოცდილება 2 წელი აღნიშნულ პოზიციაზე;
** უცხო ენების სასაუბრო დონეზე ფლობა.

ძირითადი მოვალეობები:

** კლინიკის განყოფილებების ხელმძღვანელებთან ერთად ახალი თანამშრომლის მიღების საჭიროების იდენტიფიცირება;
** ვაკანსიის გამოცხადება, შემოსული აპლიკაციების პირველადი გადარჩევა და ბაზის წარმოება;
** Headhunting;
** შრომის ბაზრის შესწავლა;
** სამუშაოს აღწერილობების და შერჩევის კრიტერიუმების განსაზღვრაში მონაწილეობის მიღება;
** ახალი თანამშრომლების ადაპტაციის პერიოდის მონიტორინგი და მართვა;
** შიდა შერჩევების ორგანიზება, ჩატარება;
** HR ინიციატივებისა და სისტემების შემუშავებისა და განხორციელების მხარდაჭერა.

დამატებითი ინფორმაცია:

კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს, გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:

** აპლიკაციების მიღება/გადარჩევა;
** გასაუბრება HR დეპარტამენტთან და გენერალურ მენეჯერთან.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო განაკვეთი: 09:00 საათიდან 17:00 საათამდე (ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით)
** თბილისი, თევდორე მღვდლის ქ. 13.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@toduaclinic.ge

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |