www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გამავალი ზარის ოპერატორი
მომწოდებელი: ელიტ ელექტრონიქსი
გამოქვეყნდა: 9 ნოემბერი / განცხადების ვადა: 9 დეკემბერი

სს "ელიტ ელექტრონიქსი" საყოფაცხოვრებო ელექტრო ტექნიკის ყველაზე დიდი ქსელი საქართველოში, დაარსდა 1996 წელს. დღესდღეობით კომპანია საქართველოს მასშტაბით "ელიტ ელექტრონიქსის" 18 მაღაზიას მოიცავს.

სს "ელიტ ელექტრონიქსი" მომხმარებელს სთავაზობს საუკეთესო ფასებს, ფართო და მუდმივად განახლებად ასორტიმენტს, მომსახურების მაღალ დონესა და ინდივიდუალურ მიდგომას თითოეულ მომხმარებელთან. კომპანია წარმოადგენს მსოფლიოში უმსხვილესი ბრენდის ექსკლუზიურ წარმომადგენლობას საქართველოში ("Bosch", "Gorenje").

სს "ელიტ ელექტრონიქსის" ერთ-ერთი პრიორიტეტია საკადრო პოლიტიკა, რაც გულისხმობს პერსპექტიული და მაღალკვალიფიციური კანდიდატების შერჩევას და შემდგომში მათ პროფესიულ ზრდასა და განვითარებას.

პოზიციის დასახელება: გამავალი ზარის ოპერატორი
ადგილმდებარეობა: თბილისი, სათავო ოფისი
კონკურსის ფორმა: გასაუბრება

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებელთა კმაყოფილების კვლევის ჩატარება ყოველდღიურად
** გამავალი ზარის განხორციელების შედეგად მომხმარებელთა მხრიდან დაფიქსირებული პრობლემების მოსმენა და მათი რეპორტში ასახვა
** საჭიროების შემთხვევაში შემომავალი ზარის მიღება (თითოეული ზარის CallApp-ში დამუშავება, მომხმარებლის საჩივრის მოსმენა და მათი აღნიშვნა, პრობლემისთვის სწორი კატეგორიის მინიჭება, ** მომხმარებლისთვის საჭირო ინფორმაციის დროულად და ამომწურავად მიწოდება.)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება სასურველია
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა სასურველია

საჭირო უნარ-ჩვევები:

** პრობლემური სიტუაციების მართვა
** გადაწყვეტილების მიღების უნარი
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი
** კონფლიქტების მოგვარების უნარი
** დროის ეფექტურად გადანაწილების უნარი

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: jobsho@ee.ge გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება სათაურის ველში.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაითვალისწინეთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |