www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ფინანსური მენეჯერი
მომწოდებელი: საზღვაო პროფესიული სასწავლებელი მერიდიანი
გამოქვეყნდა: 9 ნოემბერი / განცხადების ვადა: 9 დეკემბერი

საზღვაო პროფესიული სასწავლებელი/კოლეჯი "მერიდიანი" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: სრული

ძირითადი მოვალეობები:

** ბუღალტრული დოკუმენტაციის წარმოება;
** საგადასახადო დეკლარაციების მომზადება/ჩაბარება;
** დირექტორატისთვის ფინანსური უწყისებისა და სხვა ინფორმაციის დროული მიწოდება;
** აუდიტორებთან თანამშრომლობა და პროცედურების კონტროლი;
** კომპანიის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშების მომზადება;
** ბანკებთან ურთიერთობა;
** სალარო ნაშთების კონტროლი;
** შემოსული თანხების აღრიცხვა, შემოსულ თანხებზე დაყრდნობით, სტატისტიკური ანალიზის წარმოება;
** ბუღალტრულ პროგრამაში ინფორმაციის ასახვა;
** ფინანსური რეპორტინგის წარმოება;
** საბუღალტრო და საოფისე პროგრამებში ინფორმაციის დამუშავება;
** კომპანიის წლიური ბიუჯეტის დოკუმენტის მომზადება;
** მარეგულირებელი სახელმწიფო ორგანოებთან თანამშრომლობა, კომუნიკაცია;
** კომპანიის წლიური ბიუჯეტის დათვლა და დამფუძნებელთათვის წარდგენა;
** წვრთნებზე გახარჯული სახარჯი მასალების აღრიცხვა და შესაბამისი ჩამოწერის აქტების შედგენა;
** ინვოისებისა და სახელფასო უწყისების შედგენა, აღრიცხვა შესაბამის რეესტრში;
** ინვენტარიზაციის პროცესის განხორციელება და მისი პერიოდული განახლება.

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების, ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
** მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება ფინანსური მიმართულებით (პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);
** აუცილებელია საბუღალტრო პროგრამების (Oris) ცოდნა;
** აუცილებელია საქართველოს საგადასახადო კოდექსის ცოდნა;
** ბუღალტერიის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
** Microsoft Office-ის პროგრამების ცოდნა;
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა, ინგლისური - მომხმარებლის დონეზე.

დაინტერესების შემთხვევაში გამოგზავნეთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: n.kakhidze@meridiani.ge. ელ. ფოსტის სათაურის ველში პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

მისამართი: ბათუმი, ჯავახიშვილის 4ა
ტელ: +995 555 400 303
ვებ-გვერდი: https://meridiani.edu.ge/
ელ. ფოსტა: n.kakhidze@meridiani.ge

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |