www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მთავარი ბუღალტრის ასისტენტი
მომწოდებელი: თეგეტა მოტორსი
გამოქვეყნდა: 10 ნოემბერი / განცხადების ვადა: 10 დეკემბერი

"თეგეტას" გუნდში მთავარი ბუღალტრის ასისტენტს ვეძებთ.

ჩვენ ვართ უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში. 26 წელია ვზრუნავთ სფეროს განვითარებაზე და მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს ვთავაზობთ. თეგეტას მუდმივი ზრდა და განვითარება კი ჩვენი პროფესიონალების გუნდის მუშაობის ლოგიკური შედეგია.

სამუშაო გრაფიკი: სრული
დასაქმების ტიპი: მუდმივი
ხარისხი: ბაკალავრი

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის ყოველდღიური ბუღალტრული საქმიანობის წარმართვა;
** საბუღალტრო ნაშთების კონტროლი;
** საბუღალტრო გატარებებისთვის აუცილებელი პირველადი დოკუმენტაციის სტანდარტების შექმნა და კომპანიის მასშტაბით მათი დაცვის კონტროლი;
** საბუღალტრო სისტემაში ინფორმაციის აღრიცხვის სიზუსტის და პირველად დოკუმენტაციასთან შესაბამისობის კონტროლი;
** საკანონმდებლო მოთხოვნების მკაცრი დაცვით მარეგულირებელ ორგანოებში ინფორმაციის სიზუსტის და დროული წარდგენის უზრუნველყოფა და კონტროლი;
** კომპანიის მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული საგადასახადო და ფინანსური რისკების შეფასება და მათ მინიმიზაციაზე მუდმივი ზრუნვა;
** თვის/წლის დახურვის პროცესების კონტროლი
** საგადასახადო ხარჯების ოპტიმიზაციის მუდმივი ანალიზი და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების უზრუნველყოფა;
** საბუღალტრო სამსახურის თანამშრომელთა მართვა; გუნდის ჩამოყალიბებაზე და მის მუდმივ განვითარებაზე პასუხისმგებლობის აღება;
** საბუღალტრო სამსახურის მიზნების და მასში დანერგილი პროცესების პერიოდული კომპლექსური ანალიზი ოპტიმიზაციის და აქტუალიზაციის მიზნით;
** საგადასახადო და ფინანსური აუდიტის დროს, კომპანიის სახელით ურთიერთობის წარმართვა აღნიშნულ ორგანოებთან, საკანონმდებლო მოთხოვნებთან შესაბამისობაში და კომპანიის ინტერესების მაქსიმალური დაცვით;
** მისადმი დაქვემდებარებული თანამშრომლების საქმიანობის დაგეგმვა, პასუხისმგებლობების ეფექტიანი გადანაწილება და შესრულების ზედამხედველობა, მხარდაჭერა და კონტროლი კომპანიაში არსებული მოთხოვნების გათვალისწინებით;
** საბუღალტრო რეპორტების მომზადება
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

გამოცდილება:

** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება ბუღალტერიის მიმართულებით.

განათლება:

** ხარისხი: ბაკალავრი
** სფერო: ეკონომიკა, ფინანსები

დამატებითი მოთხოვნები:

** ACCA I დონე - აუცილებელი
** ACCA F6-F7 წიგნი - აუცილებელი
** ACCA II დონე - სასურველი

პიროვნული თვისებები:

** დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი.

განაცხადის სანახავად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://jobs.pointer.ge//tegeta-motors/detail-view?vacancyId=506

დამატებითი ინფორმაცია: გაცნობებთ, რომ შევსებული აპლიკაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "თეგეტა მოტორსის" ან მისი შვილობილი კომპანიების მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში. გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |