www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ოპერატორი
მომწოდებელი: ზოდი
გამოქვეყნდა: 10 ნოემბერი / განცხადების ვადა: 10 დეკემბერი

კომპანია "ზოდი" აცხადებს ვაკანსიას ოპერატორის პოზიციაზე.

კომპანია "ზოდი" 2007 წლიდან წარმატებით პოზიციონირებს სამშენებლო-სარემონტო მასალების ბაზარზე. ზოდის მაღაზიათა ქსელი მომხმარებლებს სთავაზობს შიდა და გარე სარემონტო მასალების მაღალი ხარისხის მოთხოვნად პროდუქციას: ინტერიერის და ექსტერიერის კარები, ბუნებრივი ქვები, კირქვის ყველაზე დიდ არჩევანს საქართველოში, კერამიკული ფილები, ლამინირებული იატაკი, აბაზანის აქსესუარები, გათბობის სისტემები და სხვა.

"ზოდი" საქართველოში წარმოდგენილია 5 ბრენდ მაღაზიით - თბილისში, ბათუმში, მარნეულში, რუსთავსა და გორში.
კომპანია "ზოდი"-ს ზრდა განპირობებულია გარანტირებული ხარისხით, მაღალი სანდოობითა და კვალიფიციური თანამშრომლებით.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://zodi.ge/

ძირითადი მოვალეობები:

** ქვითრების ამოღება, ამობეჭდვა;
** დაჭრის და დამუშავების ფურცლის ამოღება, ნახაზების ამობეჭდვა;
** ქვის ჭრის რაოდენობების ასახვა გრაფიკში განრიგის მიხედვით;
** ქვითრებისა და ხელფასების ჩასწორება ჭრის მიხედვით;
** რეალიზაციების, გადაადგილებების, ოქმების დამუშავება და ატვირთვა;
** ანგარიშ-ფაქტურების დამუშავება და RS-ზე აქტივაცია;
** პროდუქციის აღწერის შედეგად მიღებული მონაცემების პროგრამაში ასახვა და ნაშთების გამოყვანა;
** სარეალიზაციოდ გასასვლელი შეკვეთების საბუთების გაწერა;
** ინფორმაციის მიმოცვლა საწარმოს მენეჯერთან და ბუღალტერთან.

მოთხოვნები:

** ოპერატორად მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Word, MS Excel);
** საბუღალტრო პროგრამა Balance-ის ცოდნა (სასურველია)
** მათემატიკური და ანალიტიკური აზროვნება

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ორგანიზების და მართვის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დისციპლინირებული;
** დეტალებზე ორიენტირებული.

პირობები:

** ლოკაცია - თბილისი, გურამიშვილის გამზირი N 188დ
** სამუშაო საათები - 09:30-დან 18:30საათამდე;

ჩვენ გთავაზობთ:

** შესაძლებლობას გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი;
** სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოს;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: Hr@zodi.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.

შენიშვნა: CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს"ზოდი პლუსმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |