www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პრობლემური სესხის ოფიცერი
მომწოდებელი: კრედო ბანკი
გამოქვეყნდა: 10 ნოემბერი / განცხადების ვადა: 1 დეკემბერი

"კრედო ბანკი" 24 წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით საქართველოს მასშტაბით 80 ფილიალით არის წარმოდგენილი.

"კრედო ბანკი" აცხადებს ვაკანსიას პრობლემური სესხის ოფიცრის პოზიციაზე შიდა ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში.

სამუშაო ადგილი: კასპი, ქარელი, ხაშური

თანამშრომლებზე ზრუნვა ჩვენი პრიორიტეტია.

#გახდიკრედოელი

ახალ კრედოელებს ვთავაზობთ პროფესიონალ გუნდთან ერთად, მეგობრულ სამუშაო გარემოში განვითარების შესაძლებლობას და ბენეფიტებს:

** სასიამოვნო, დინამიკურ და გუნდურ სამუშაო გარემო;
** პროფესიული ტრენინგები და მასტერკლასები;
** კორპორაციული ღონისძიებები;
** ჯანმრთელობის დაზღვევა.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ორგანიზაციის პოლიტიკის შესაბამისად ვადაგადაცილებული დავალიანების მქონე მსესხებლებთან და მათ თავდებებთან / გარანტორებთან გასაუბრების ჩატარება;
** მიმდინარე ვადაგადაცილებული/პრობლემური სესხების მოგვარებაზე ზრუნვა;
** საქმიანობის კოორდინირება რეგიონის მენეჯერთან და რეგიონულ იურისტთან;
** სესხების დაფარვისათვის მაქსიმალური ძალისხმევის გაღება, პრობლემურ მსესხებლებთან და თავდებებთან ვიზიტებზე სიარული, სატელეფონო ზარების განხორციელება, რთულ კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოება;
** პერიოდულად ვიზიტების განხორციელება კლიენტებთან საცხოვრებლის მიხედვით;
** ორგანიზაციის მატერიალური ფასეულობების გაფრთხილება და დაცვა, კრედოს მოხმარების პოლიტიკის შესაბამისად;
** ინფორმაციული უსაფრთხოების ტრენინგზე დასწრება და ინფორმაციული უსაფრთხოების თანხმობის განცხადებაზე ხელის მოწერის უზრუნველყოფა, (ხელმოწერით დადასტურება, რომ განცხადების რომელიმე ნაწილის დარღვევა განხილულია როგორც მოვალეობის შეუსრულებლობა და იწვევს დისციპლინარულ სანქციებს).

ცოდნა და კვალიფიკაცია:

** უმაღლესი განათლება (სასურველია იურიდიული ან ეკონომიკური განათლება)
** სასურველია საკრედიტო ექსპერტად, პრობლემური სესხების ექსპერტად, იურისტად, აღმასრულებლად ან შესაბამის დარგში მუშაობის გამოცდილება;
** კომპიუტერული უნარ-ჩვევები (საოფისე პროგრამების ცოდნა მაღალ დონეზე).

უნარ-ჩვევები:

** ლოგიკური აზროვნების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მოლაპარაკებების წარმოებისა და დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
** მოქნილი სამუშაო საათების მიმართ;
** პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა.

განცხადების მიღების ვადა: 1 დეკემბერი

შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

#გახდიკრედოელი



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |