www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების წარმომადგენელი
მომწოდებელი: ვესტ ინვესტი
გამოქვეყნდა: 10 ნოემბერი / განცხადების ვადა: 10 დეკემბერი

კომპანია "ვესტ ინვესტი" დაარსდა 2006 წელს და წარმოადგენს საკვები პროდუქტების ერთ-ერთ უმსხვილეს სადისტრიბუციო კომპანიას საქართველოში, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს 100 - მდე დასახელების უმაღლესი ხარისხის ხორცპროდუქტებს, ნახევარფაბრიკატებს, ზღვის პროდუქტებსა და ზეთს, რომლებიც იწარმოება საუკეთესო ქარხნების მიერ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში.

სადისტრიბუციო კომპანია "ვესტ ინვესტი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების წარმომადგენლის პოზიციაზე.

მდებარეობა: ქ. თელავი
ანაზღაურება: ფიქსირებულს + ბონუსი
სამუშაო გრაფიკი: სრული

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მართვის მოწმობა - B კატეგორია (აუცილებელია)
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება

ფუნქცია-მოვალეობები:

** პარტნიორებისათვის (ქსელური მაღაზიები, საცალო ობიექტები და ა.შ.) პროდუქციის შესახებ საჭირო ინფორმაციის მიწოდება;
** კომპანიის პორთველში შემავალი პროდუქციის რეალიზაციის ზრდაზე მუდმივი ზრუნვა;
** ყოველდღიურად ე.წ. "Check List"-ის საფუძველზე სავაჭრო ობიექტებზე გადაადგილება;
** თითოეულ პარტნიორ ობიექტთან კვირის მანძილზე მინიმუმ ორი ვიზიტის განხორციელება;
** სავაჭრო ობიექტებისგან/პარტნიორებისგან შეკვეთის მიღება;
** ბაზრის მუდმივი მონიტორინგი (კონკურენტების ფასები, სიახლეები, ცვლილებები);
** პროდუქციის ფასების კონტროლი;
** პროდუქციის ვადების კონტროლი;
** ახალი ობიექტების მოძიება და კომერციული ურთიერთობების აწყობა;
** რეპორტინგი ხელმძღვანელთან და სხვა.

საჭირო უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებისადმი ორიენტირებულობა;
** დროის მართვის უნარი.

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ აღნიშნულ მოთხოვნებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@wi.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება "ლოჯისტიკის თანამშრომელი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |