www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სტაჟირება რეზერვაციის მიმართულებით
მომწოდებელი: Travel Door Georgia
გამოქვეყნდა: 10 ნოემბერი / განცხადების ვადა: 10 დეკემბერი

ტურისტული კომპანია "Travel Door Georgia" აცხადებს სტაჟირებას რეზერვაციის მიმართულებით.

"Travel Door Georgia" არის ტურისტული სააგენტო, რომელიც დაარსდა თბილისში 2017 წლის მარტში. ჩვენ ვთავაზობთ ტურისტულ მომსახურებას საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის გარშემო.

სამუშაო ადგილი: თბილისი

ძირითადი მოვალეობები:

** გაყიდული ტურების რეზერვაციების განხორციელება;
** ინვოისების, დაზღვევების, ტურის ვაუჩერების და გადახდების წარმოება;
** რეზერვაციების ბაზის ყოველდღიური შემოწმება;
** აეროპორტის ტრანსფერების ორგანიზება და გადამოწმება;
** სასტუმროს, გიდების, მძღოლების მონაცემების შეგროვება და მათთან კონტრაქტების გაფორმება და სისტემაში რეგისტრირება;
** სავარაუდო შეკვეთების ჯავშნის სტატუსების განახლება და მონიტორინგი;
** მენეჯერის მიერ დაკისრებული შესაბამისი დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ინგლისური ენის ცოდნა (დამატებითი ენა ჩაითვლება უპირატესობად)
** MS Office-ის ცოდნა.

ჩვენ გთავაზობთ:

** კონკურენტულ ანაზღაურებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** მეგობრულ და გუნდურ გარემოს.

ანაზღაურება: 500 ლ
გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე მითითებულ ელფოსტაზე ninochkhvirkia@traveldoor.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |