www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მოლარე-ოპერატორი
მომწოდებელი: ოტო მოტორსი
გამოქვეყნდა: 10 ნოემბერი / განცხადების ვადა: 30 ნოემბერი

კომპანია "ოტო მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე

სამუშაო ადგილი: დიღომი, ჯორჯ ბალანჩინის 28
სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: 800 ლარი გამოსაცდელ პერიოდში (გამოსაცდელი ვადის ხანგრძლივობა 3 თვე)

მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის სალარო მომსახურების გაწევა ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების გზით (სალარო აპარატთან და საბანკო ტერმინალთან მუშაობა)
** სალაროში თანხის მოძრაობის პროგრამული აღრიცხვა
** სისტემა "FINA"-ში ინფორმაციის აღრიცხვის სიზუსტისა და პირველად დოკუმენტაციასთან შესაბამისობის კონტროლი;
** საბუღალტრო გატარებების წარმოება;
** ელ.ზედნადებებისა გამოწერა (Rs.ge-ზე მუშაობის გამოცდილება)
** სასაქონლო მატერიალური მარაგების აღრიცხვა/კონტროლი (პერიოდული ინვენტარიზაცია)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** აღრიცხვის პროგრამა "FINA" -ში მუშაობის გამოცდილება;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
** ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად განაწილების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა

ვაკანსიით დაინტერესებულმა კანდიდატებმა მოგვაწოდეთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@otomotors.ge არაუგვიანეს 2022 წლის 30 ნოემბრისა. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატურა ვერ განიხილება.

მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |