www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების წარმომადგენელი
მომწოდებელი: ზოდი
გამოქვეყნდა: 10 ნოემბერი / განცხადების ვადა: 10 დეკემბერი

კომპანია "ზოდი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების წარმომადგენლის პოზიციაზე.

კომპანია "ზოდი" 2007 წლიდან წარმატებით პოზიციონირებს სამშენებლო-სარემონტო მასალების ბაზარზე. ზოდის მაღაზიათა ქსელი მომხმარებლებს სთავაზობს შიდა და გარე სარერემონტო მასალების მაღალი ხარისხის მოთხოვნად პროდუქციას: ინტერიერის და ექსტერიერის კარები, ბუნებრივი ქვები, კირქვის ყველაზე დიდ არჩევანს საქართველოში, კერამიკული ფილები, ლამინირებული იატაკი, აბაზანის აქსესუარები, გათბობის სისტემები და სხვა.

"ზოდი" საქართველოში წარმოდგენილია 5 ბრენდ მაღაზიით - თბილისში, ბათუმში, მარნეულში, რუსთავსა და გორში.
კომპანია "ზოდი"-ს ზრდა განპირობებულია გარანტირებული ხარისხით, მაღალი სანდოობითა და კვალიფიციური თანამშრომლებით.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://zodi.ge/

ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებელთან კომუნიკაცია;
** დაეხმაროს კლიენტს გადაწყვეტილების მიღებაში;
** ორიენტირებული იყოს ბრენდის პროდუქციის გაყიდვაზე;
** სრულყოფილად ფლობდეს ინფორმაციას პროდუქციის შესახებ.

ძირითადი მოთხოვნები: გამოცდილება არ არის აუცილებელი

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელური;
** დეტალზე ორიენტირებული;
** შრომისმოყვარე;
** მოტივირებული;

ჩვენ გთავაზობთ:

** შესაძლებლობას გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი;
** კარიერული წინსვლის შესაძლებლობას;
** მზარდ საბონუსე სისტემას;
** სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას.

პირობები:

** ლოკაცია - ქ. თბილისი
** სამუშაო დღეები - 6 სამუშაო დღე
** ანაზღაურება - ფიქსირებული + ბონუსი

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: Hr@zodi.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.

შენიშვნა: CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს"ზოდი პლიუსმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |