www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მენეჯერი, მოლარე-კონსულტანტი
მომწოდებელი: Best Market
გამოქვეყნდა: 10 ნოემბერი / განცხადების ვადა: 10 დეკემბერი

მაღაზიათა ქსელი "ბესთ მარკეტი" აცხადებს ვაკანსიას მენეჯერის და მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.

მენეჯერი

ფუნქცია მოვალეობები:

** მაღაზიის მუშაობის კოორდინირება;
** მომხმარებლის ეფექტური მომსახურებისთვის კომფორტული გარემოს შექმნა;
** მაღაზიის პერსონალის მართვა;
** მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა;
** პროდუქციის ვარგისინობის შემოწმება;
** დარბაზში სისუფთავის და წესრიგის უზრუნველყოფა;
** შეკვეთების განხორციელება;
** პროდუქტის მიღება-ჩაბარება;
** საწყობში და დარბაზში არსებული პროდუქციის ნაშთის კონტროლი;
** მაღაზიის პრომო აქციების დაგეგმვა და განხორციელება;
** უსაფრთხოების სისტემის (კამერები) მუდმივი მონიტორინგი, დარღვევების გამოვლენა და სწრაფი რეაგირება;
** ფულადი სახსრების კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნეს სფეროში);
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება.

მოლარე-კონსულტანტი

ფუნქცია მოვალეობები:

** მომხმარებელთათვის კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა;
** გასაყიდი პროდუქციის სათანადოდ განლაგება სექციაში და პროდუქციის ნაშთის კონტროლი;
** გაყიდვების ხელშეწყობა და გაზრდა;
** მაღაზიაში პროდუქციის მერჩენდაიზინგის სტანდარტების მიხედვით განლაგების უზრუნველყოფა;
** პროდუქციის ვადების კონტროლი;
** საკონტროლო და სალარო აპარატის, საბანკო პოსტ-ტერმინალის სწორად მართვა;
** სალაროდან თანხის გატანის შემთხვევაში თანხის მითვლა;
** ნაღდი ფულის შენახვის წესების, უსაფრთხოების წესების სრული დაცვა, საკასო-საფინანსო დისციპლინის შესრულება;
** ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნეს სფეროში);
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** მსგავსს პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება.

დაინტერესებულ აპლიკანტებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: bestmarkt0@gmail.com და გთხოვთ "Subject"-ში მიუთითოთ შესაბამისი პოზიცია.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |