www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სტაჟირება - რადარის პროგრამული უზრუნველყოფის სპეციალისტი
მომწოდებელი: სახ. სამხედრო სამეცნიერო ცენტრი დელტა
გამოქვეყნდა: 11 ნოემბერი / განცხადების ვადა: 11 დეკემბერი

სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი "დელტა" აცხადებს სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების მართვის დეპარტამენტის ბუნებრივ მოვლენებზე ზემოქმედების სამმართველოში სტაჟირებას რადარის პროგრამული უზრუნველყოფის სპეციალისტის პოზიციაზე შემდგომში დასაქმების მიზნით.

კატეგორია: საინფორმაციო ტექნოლოგიები
ანაზღაურება: შეთანხმებით
მდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაოს ტიპი: სტაჟირების გრაფიკი შეთანხმებით

ფუნქციები და პასუხისმგებლობა:

** აწარმოებს ინფორმაციის შეყვანას რადარის მართვის სისტემის პროგრამაში;
** აწარმოებს ნულოვანი იზოთერმის სიმაღლის შეყვანას ინფორმაციის განახლებისას რადარის მართვის სისტემის პროგრამაში;
** ზემოქმედების სპეციალისტის და/ან ცვლის უფროსის მითითებით განახორციელებს რადარის პროდუქტების პარამეტრების ცვლილებებს;
** საჭიროების შემთხვევაში დაიტანს ელექტრონულ რუქაზე დამატებით ინფორმაციას;
** დაუყოვნებლივ ახსენებს ჯგუფის უფროსს სეტყვასაშიში ღრუბლების გამოვლენის შესახებ;
** არქივიდან იღებს საჭირო ინფორმაციას;
** აწარმოებს ოპტიმალური პარამეტრების მქონე სკანის დამუშავებასა და გაშვებას;
** აწარმოებს მუშაობისთვის საჭირო პროდუქტების დამუშავებასა და ჩართვას;
** სამუშაო მოთხოვნებიდან გამომდინარე აწარმოებს ცვლილებების შეტანას სკანირების პროდუქტების ალგორითმში და სკანირების მომართვაში;
** თვალყურს ადევნებს პროგრამებს მუშა მდგომარეობაში შესანარჩუნებლად;
** აწარმოებს ინფორმაციის, არქივის შენახვასა და დამუშავებას;
** აწარმოებს საჭირო ინფორმაციის გამოტანას, სკანირების შედეგად მიღებული ინფორმაციის დამუშავებას;
** აწარმოებს Zhail (Prob) და Hailsz (Size) პროდუქტების დამუშავებას სეტყვასაშიშ ღრუბლებზე დაზუსტებული ინფორმაციის მისაღებად;

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დამამთავრებელი კურსის სტუდენტი მათემატიკა და სტატისტიკის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, ინფორმატიკა და მართვის სისტემების მიმართულებით.
** კომპიუტერის პროგრამების ცოდნა.
** სასურველია ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** გუნდური მუშაობა და თანამშრომლობა;
** სწრაფვა მუდმივი განვითარებისკენ;
** ცვლილებებისადმი ადაპტაცია;
** კომუნიკაცია;
** პროფესიონალიზმი;
** პროდუქტიულობა;
** ხარისხზე ორიენტირება;
** უსაფრთხოება;
** სტრესულ გარემოში მუშაობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV ქართულ ენაზე) გამოგზავნოთ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@delta.gov.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება "სტაჟირება - რადარის პროგრამული უზრუნველყოფის სპეციალისტი".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |