www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: არტ ჰაუსი
გამოქვეყნდა: 11 ნოემბერი / განცხადების ვადა: 11 დეკემბერი

"არტ ჰაუსი" - ეს არის თავშეყრის ადგილი შემოქმედებითი და გასტრონომიული სიამოვნებისთვის, რომელიც აერთიანებს მუზეუმს, სხვადახსვა სახის კვების ობიექტებს და გამაჯანსაღებელ ცენტრს.

"არტ ჰაუსი" აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე.

მიმტანის მოვალეობები:

** აიღოს შეკვეთა სტანდარტების დაცვის მიხედვით. ჩაიწეროს, პროგრამაში შეიყვანოს და სამზარეულოს მიაწოდოს სრულყოფილი ინფორმაცია შეკვეთის შესახებ
** მოემსახუროს საკვებითა და სასმელით მაგიდას და მიაწოდოს დღის კერძზე ან სასმელზე ინფორმაცია
** მოამზადოს მთლიანი და სრული ანგარიში სტუმრის წარსადგენად
** სტუმრის წასვლის შემდეგ გაასუფთაოს მაგიდა და გაამზადოს ის სტანდარტების შესაბამისად
** დარწმუნდეს რომ ტერიტორია (რესტორანი) არის მომარაგებული ყველა საჭირო პროდუქტით და თუ ეს ასე არ არის, მაშინ საქმის კურსში ჩააყენოს ზემდგომი პირი
** სტუმრის უკმაყოფილების შემთხვევაში საქმის კურსში ჩააყენოს ზემდგომი პირი
** ზედმიწევნით კარგად იცოდეს მენიუ (ბარის და კერძების), შემავალი ინგრედიენტები და მომზადების მეთოდები

მოთხოვნები:

** სავალდებულოა ინგლისური ენის ცოდნა
** სხვა უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
** სასურველია სამუშაო გამოცდილება მიმტანის პოზიციაზე
** პუნქტუალურობა
** კომუნიკაბელურობა
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** გუნდური მუშაობის უნარი

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: HR@thearthouse.ge და გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |