www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტექნიკის პროდუქტის მფლობელი
მომწოდებელი: მეამა
გამოქვეყნდა: 11 ნოემბერი / განცხადების ვადა: 30 ნოემბერი

"მეამას" კვლევის და განვითარების მიმართულებით ტექნიკის პროდუქტის მფლობელს ვეძებთ.

"მეამაში" ჩვენი მთავარი საქმიანობა კაფსულის ყავის შექმნა და საქართველოში ინოვაციური პროდუქტების დანერგვაა. გვსურს, ახალი მიდგომებით შევცვალოთ ყავის საუკუნოვანი ტრადიცია და შევქმნათ პროგრესი მნიშვნელოვანი ცვლილებებისთვის. კვლევის და განვითარების დეპარტამენტში ინოვაციური ვენდინგ "დროფერი" დიდი ოფისებისთვის შეიქმნა, რომ "მეამას" ყავის კაფსულები სამუშაო სივრცეებშიც ყოველთვის ხელმისაწვდომი იყოს. თუ გაქვს სურვილი, შენც გახდე "მეამას" არომატული თავგადასავლის ერთ-ერთი შემოქმედი, მაშინ გაეცანი ახალი ვაკანსიის პირობებს და შემოგვიერთდი.

ამ პოზიციაზე შენი ძირითადი მოვალეობები იქნება:

** პროდუქტის ხედვის და კონცეფციის შემუშავებისთვის სხვადასხვა დაინტერესებულ მხარესთან თანამშრომლობა;
** მონაწილეობას მიღება როგორც დიზაინის, ისე დეველოპმენტის, ტესტირების და დანერგვის სამუშაოებში;
** პროდუქტის ხედვის და კონცეფციის გარდაქმნა და განვითარება;
** სქრამ გუნდებთან თანამშრომლობა და მათი საშუალებით პროდუქტის დეტალების განსაზღვრა, მისი შემუშავებისთვის პროექტის გზამკვლევის შედგენა;
** პროდუქტის განვითარებისა და შესაქმნელად სხვადასხვა შეხვედრების დაორგანიზება;
** მჭიდრო კომუნიკაცია პროდუქტის მენეჯმენტთან და ბიზნეს გუნდებთან და შესაბამისად სხვადასხვა დავალებების კოორდინირება;
** პროექტის გუნდის სხვადასხვა რგოლებს შორის ეფექტური კომუნიკაცია;
** პროექტის შესაბამის პროგრამულ უზრუნველყოფაში დარეგისტრირება და ინფორმაციისა და დავალებების განახლების მონიტორინგი (შესაბამისი ინფორმაციის გათვალისწინებით);
** კოლაბორაცია შიდა და გარე პარტნიორებთან;
** მომხმარებლების საჭიროებების იდენტიფიცირება და შესაბამისად, პროდუქტის შექმნასა და დანერგვაში გათვალისწინება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** Product Owner-ის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** Hardware პროექტებში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** დავალებების მენეჯმენტის პროგრამაში მუშაობის გამოცდილება (Asana, Jira …);
** Agile მეთოდოლოგის (Scrum & Kanban) ცოდნა და მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა, როგორც წერით ასევე საკომუნიკაციო დონეზე;
** სასურველია Harware ტექნოლოგიების ცოდნა;

ჩვენ გთავაზობთ:

** გემრიელ და არომატულ ყავას
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** კომფორტულ სამუშაო გარემოს და საინტერესო, ინოვაციურ პროექტებს

დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ. მისამართზე: career@meama.ge, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ - "Hardware Product Owner".

დედლაინი: 30 ნოემბერი



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |