www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სერვისის ტექნიკოსი
მომწოდებელი: ტრანსპორტერი
გამოქვეყნდა: 11 ნოემბერი / განცხადების ვადა: 11 დეკემბერი

"ტრანპორტერ ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას სერვისის ტექნიკოსის პოზიციაზე, ქ. თბილისში.

"ტრანსპორტერ ჯგუფი" რეკრეაციული ტექნიკის, მოტოტექნიკისა და სამებაღეო-სატყეო მიმართულებით მრავალი ბრენდის დისტრიბუტორია ამიერკავკასიაში. კომპანია თბილისისა და ბათუმის ფილიალებითაა წარმოდგენილი საქართველოში. ტექნიკასთან ერთად, "ტრანსპორტერი" ბრენდირებულ აქსესუარებსა და ტექნიკურ სერვისს სთავაზობს მომხმარებელს. "ტრანსპორტერი" ოფიციალურად თანამშრომლობს ათეულობით ცნობილ ბრენდთან, მათ შორის: BRP (Bombardier Recreational Products), CFMOTO, KAWASAKI, KYMCO, GARDENA, HUSQVARNA და სხვ.

"ტრანსპორტერ ჯგუფი" სამ კომპანიას აერთიანებს, ესენია: Mountain Resort Solutions, Gardena Service და Transporter Service.

დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ ეწვიეთ საიტს: https://transporter.com.ge/

ძირითადი მოვალეობები:

** შეისწავლოს მწარმოებლის მიერ დადგენილი ტექნიკის მომსახურების სტანდარტები;
** შეისწავლოს ტექნიკის სახეობების მიხედვით მათი მომსახურების თავისებურებები;
** უზრუნველყოს სერვისის სამსახურში მიღებული ტექნიკის დიაგნოსტიკა;
** უზრუნველყოს ტექნიკის საიმედო შეკეთება;
** შეასრულოს ყველა დაგეგმილი სამუშაო დროულად;
** უზრუნველყოს ტექნიკის შეკეთება, როგორც ადგილზე ასევე საჭიროების შემთხვევაში ობიექტზე გასვლით;
** ყველა მოხმარებული დეტალი და შესრულებული სამუშაო ზუსტად ასახოს სერვისის განაცხადში;
** მუდმივად დაიცვას და შეინარჩუნოს სისუფთავე სამუშაო ადგილზე;
** აწარმოოს ანგარიში შესრულებული სამუშაოს შესახებ.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება პროფესიული ან უმაღლესი;
** სასურველია ელექტროინჟინერიის ან/და ტექნიკური მიმართულებით;
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** სასურველია სატრანსპორტო ან მოტო ტექნიკასთან მიახლოებულ სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** ძირითადი საოფისე პროგრამების ფლობა;
** სასურველია უცხო ენების ფლობა;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** დისციპლინირებული;
** გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** ხელმარჯვე პიროვნება.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით, ელ.ფოსტაზე: hr@transporter.com.ge 2022 წლის 11 დეკემბრის ჩათვლით. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება სერვისის ტექნიკოსი.

"ტრანპორტერ ჯგუფი" გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |