www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კონსულტანტი
მომწოდებელი: ატელიე აუთლეთი
გამოქვეყნდა: 11 ნოემბერი / განცხადების ვადა: 11 დეკემბერი

"ატელიე აუთლეტი" ყველაზე დიდი აუთლეტ მაღაზიაა საქართველოში, რომელიც მომხმარებლებს 250-მდე პრემიუმ ბრენდის ქალის, მამაკაცის და ბავშვის ტანსაცმელს, ფეხსაცმელს, აქსესუარებს და პარფიუმერიას სთავაზობს.

"ატელიე აუთლეტის" ბრენდებს შორისაა: Roberto Cavalli, Hugo Boss, Massimo Dutti, COS, ZARA, Stradivarius, adidas, Nike...

ამჟამად "ატელიე აუთლეტი" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, მარშალ გელოვანის #36
სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: ფიქსირებული 700 ლარი + ბონუსი

მოვალეობები:

** მომხმარებლების პროფესიული კონსულტირება სხვადასხვა ბრენდის პროდუქციის შესახებ;
** მომხმარებელთან აქტიური კომუნიკაცია, მისი საჭიროებების დადგენა და პროდუქციის შეთავაზება;
** საწყობიდან დარბაზში პროდუქციის გატანა და ჯგუფების მიხედვით სექციებში განლაგება;
** დარბაზში არსებული პროდუქციის რაოდენობებისა და ფასმაჩვენებლების მუდმივი კონტროლი;
** დაქვემდებარებაში არსებული სექციების მოწესრიგება, პროდუქციის დადგენილი წესის დაცვით განლაგება, სისუფთავის კონტროლი.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** რუსული და ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** გამართული და დამაჯერებელი მეტყველების უნარი
** მომხმარებელზე ორიენტირებულობა, თავაზიანობა
** ორგანიზებულობა
** აკურატულობა

თუ მზად ხართ იმუშაოთ მზარდ კომპანიაში და განვითარდეთ პროფესიულად, გამოაგზავნეთ თქვენი მონაცემები (CV) შემდეგ მისამართზე: vacancy@atelieroutlet.ge.

გთხოვთ, შესაბამის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება - "კონსულტანტი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემები არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |