www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: ვაბაკო
გამოქვეყნდა: 11 ნოემბერი / განცხადების ვადა: 11 დეკემბერი

პროგრამული უზრუნველყოფისა და ციფრული ინოვაციების დარგში მოღვაწე კომპანია ვაბაკო ეძებს ბუღალტერს, რომელიც დაგვეხმარება კლიენტებისათვის მაღალი ხარისხის სერვისის მიწოდებაში.

გთავაზობთ კრეატიულ, მეგობრულ და დინამიურ გარემოში პოტენციალის გამოვლენას, სადაც ჯანსაღი ინიციატივა და საქმის მაღალი ხარისხით შესრულება აუცილებლად ფასდება.

ძირითადი სამუშაო:

** პირველადი დოკუმენტების (ანგარიშ-ფაქტურები, ინვოისები, მიღება-ჩაბარების აქტები, ზედნადებები და სხვა) შენახვა, აღრიცხვა პროგრამა ORIS-ში და დაარქივება;
** RS.ge-ზე ასახული დოკუმენტების შედარება ბუღალტრულ პროგრამებთან;
** მიღებული და გაცემული ზედნადებების/ანგარიშფაქტურების კონტროლი;
** დებიტორ-კრედიტორებთან შედარება და აქტების მომზადება;
** ფინანსური მენეჯერის მხრიდან, ბუღალტრულ აღრიცხვასთან დაკავშირებული დავალებების შესრულება;
** ყოველდღიური ბუღალტრული გატარებების წარმოება;
** საგადასახადო დოკუმენტაციის მოწესრიგება;
** ყოველთვიური რეპორტების მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** შესაბამის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** საგადასახადო დეკლარაციების (დღგ, საშემოსავლო, თვის მოგების გადასახადი) შევსების გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** პროგრამა ORIS-ის ცოდნა.

პირობები:

** სამუშაო გრაფიკი - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00-დან 18:00-მდე;
** ანაზღაურება: 800 - 1, 000 ლარი ხელზე;
** ჯანმრთელობის დაზღვევა- გაუმჯობესებული პაკეტი, რომელსაც თანადაფინანსების გარეშე, კომპანია სრულად ანაზღაურებს.
** პროფესიული განვითარებისა და ზრდის შესაძლებლობა.
** კორპორატიული ღონისძიებები და მამოტივირებელი აქტივობები.
** თანამედროვე და კეთილმოწყობილი ოფისი.

თქვენ მიერ ჩვენთან გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონ ით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სს ვაბაკოს მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის არაუმეტეს 3 წლის ვადით. გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: jobs@vaba.co და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: Accountant.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |