www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დისქავერი აგენტი
მომწოდებელი: სითიქომი
გამოქვეყნდა: 11 ნოემბერი / განცხადების ვადა: 11 დეკემბერი

ადამიანებისთვის რომლებიც ზაფხულს თბილისში ატარებენ "სითიქომში" გვაქვს დისქავერი აგენტის ვაკანსია.

ვინ ან რა არის "სითიქომი"?

გვეწვიეთ საიტზე და გაიგეთ ჩვენს შესახებ:

https://citycom.ge/
https://hello.citycom.ge/

თუ საიტზე გადასვლა დაგეზარათ მოკლედ გეტყვით, რომ ვართ ინოვაციური IT კომპანია, რომელიც ამარტივებს ურთიერთობებს სამეზობლოს შორის, ეხმარება მათ საერთო გამოწვევების დაძლევაში და კიდევ უფრო კეთილმოწყობილი საცხოვრებელი გარემოს შექმნაში.

ჩვენთან დაგხვდებათ, მეგობრული, მხარდამჭერი გუნდი, ბევრი სიახლე, სასიამოვნო გუნდური და ინდივიდუალური აქტივობები, პროფესიული და პიროვნული ზრდის დიდი შესაძლებლობა.

სამუშაო დრო: როცა გინდა და რამდენი ხნითაც გინდა
სამუშო ლოკაცია: თბილისი

რას გთავაზობთ?

** ბონუსზე ორიენტირებულ სახელფასო სისტემას - გამოიმუშავე რამდენიც გინდა
** ტრანსპორტირების ანაზღაურებას
** კორპორაციულ ტელეფონს და შესაბამის სატელეფონო პაკეტს
** საბაზისო ფიქსირებული ხელფასი 400 ლარი

რისი კეთება მოგიწევს?!

** წინასწარ შეთანხმებული უბნის შემოვლა და კორპუსების აღრიცხვა სისტემების მიხედვით;
** თავისუფალი სადარბაზოს მოძებნა (სადაც არ აყენია სითიქომის საბარათე სისტემა) და საკონტაქტო პირის შესახებ ინფორმაციის მოძიება

გაგვიხარდება თუ გექნება: სატელეფონო გაყიდვებში/გაყიდვებში მუშაობის სულ ცოტა გამოცდილება;

თუ შენ ამ ტექსტის კითხვისას გაგეღიმა, მოგინდა უფრო ახლოს გაგვიცნო და ასევე, გაგიჩნდა განცდა რომ გინდა ჩვენი გუნდის წევრი გახდე, მაშინ, გამოგვიგზავნე შენი CV ელექტრონულ მისამართზე: hr@citycom.ge.

სივის გამოგზავნისას გთხოვ, რომ მეილის სათაურის (Subject) ველში მიუთითო დასახელება - "დისქავერი მენეჯერი".

ფორმალური ნაწილი:

აქვე გაყენებ საქმის კურსში, რომ ჩვენს კომპანიაში შენი პერსონალური მონაცემების გადმოგზავნით ნებას გვრთავ, რომ შენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია დავამუშაოთ, გავუზიაროთ მესამე პირ (ებ)საც და შევინახოთ ის კანონით განსაზღვრული ვადით. მონაცემების დამუშავება ემსახურება მხოლოდ იმ მიზანს, რომ დავადგინოთ შენი კანდიდატურის შესაბამისობა ჩვენ მიერ გამოცხადებულ ვაკანსიასთან.

მოგწონს რაც აქამდე წაიკითხე?

მაშ გამოგზავნე შენი CV!

"CITYCOM"-ის გუნდი გისურვებთ წარმატებებს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |