www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: Back-End PHP დეველოპერი
მომწოდებელი: TNET
გამოქვეყნდა: 11 ნოემბერი / განცხადების ვადა: 11 დეკემბერი

"TNET" წარმოადგენს თიბისი ჯგუფში შემავალ ყველაზე დიდ ტექნოლოგიურ კომპანიას, როგორც საქართველოს, ასევე რეგიონის მასშტაბით.

"თინეთი" 9 ციფრულ პლატფორმასა და 5 მობილურ აპლიკაციას აერთიანებს. ამ პლატფორმებს თვეში 2 მილიონამდე უნიკალური მომხმარებელი ჰყავს, რაც ქვეყნის ზრდასრული მოსახლეობის 70%-ია და ჯამში საქართველოს ინტერნეტ ტრაფიკის 40%-ს მოიცავს.

"თინეთში" შემავალი ციფრული პლატფორმები (myauto.ge; myhome.ge; mymarket.ge; myparts.ge; vendoo.ge; swoop.ge; tkt.ge; livo.ge; saba.com.ge) მომხმარებელს მომსახურებას 4 ძირითადი მიმართულებით სთავაზობს: Lifestyle, ელექტრონული კომერცია, ავტო და უძრავი ქონება.

ჩვენს გუნდში ვეძებთ Back-End დეველოპერს!

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-დან 19:00 საათამდე (1 საათი შესვენება)
შვებულება: ნამუშევარი თვეების პროპორციულად (თვეში 2დღე)+ 4 day off წელიწადში

ფუნქცია-მოვალეობები:

** PHP-ზე კოდის ორგანიზებულად და სტრუქტურირებულად, შედეგზე ორიენტირებულად და გასაგებად წერა ინდუსტრიის საუკეთესო პრაქტიკების გათვალისწინებით
** ეფექტური და გამოყენებადი PHP სერვისების აწყობა
** სხვა დეველოპერებთან და პროექტის მენეჯერებთან მუშაობა იმისათვის რომ გადაჭრილ იწნას ახალი და არსებული ტექნიკური გამოწვევები
** დეველოპმენტ პროექტების მართვა დასაწყისიდან დასრულებამდე დამოუკიდებლად
** ინტეგრაციების განხორციელება ბექ ენდ სისტემებზე
** ადმინისტრაციული მხარდაჭერის უზრუნველყოფა, ინსტრუმენტები და დოკუმენტაციების უზრუნველყოფა სპეციფიკურ პროექტებზე
** პროექტების ვადებში შესრულება და შესაბამისი რეპორტინგი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** PHP (OOP) მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება
** PHP ფუნდამენტური საფუძვლების ცოდნა
** OOP პრინციპების და საუკეთესო პრაქტიკების სიღრმისეული ცოდნა
** რელატიურ მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება (MYSQL, Postgres SQL)
** PHP MVC framework - თან მუშაობის გამოცდილება (Laravel, symfony, codeigniter etc.) ჩაითვლება უპირატესობად
** MVC პრინციპების სიღრმისეული ცოდნა

თუ ფიქრობთ, რომ ზემოთ მოთხოვნილ კრიტერიუმებს აკმაყოფილებთ და ასევე გსურთ, იმუშაოთ ყველაზე მოწინავე ტექნოლოგიურ კომპანიაში, მოქნილ და პროფესიონალებით დაკომპლექტებულ გუნდში, მაშინ გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: hr@tnet.ge და სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |