www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების კონსულტანტი
მომწოდებელი: ნოვა
გამოქვეყნდა: 11 ნოემბერი / განცხადების ვადა: 11 დეკემბერი

სამშენებლო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და ექსპორტიორი კომპანია "ნოვა" (https://www.NOVA.ge) აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე ქ. მარნეულში.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მომსახურების სტანდარტების, უსაფრთხოების ნორმების და კომპანიის შინაგანაწესის დაცვა;
** მყიდველისთვის კონსულტაციის გაწევა პროდუქციის მახასიათებლების და საგარანტიო მომსახურების პირობების შესახებ;
** დარბაზში პროდუქციის ეფექტურად განთავსებაში მენეჯერისთვის დახმარების გაწევა ახალი პროდუქციის მიღებისას;
** მაღაზიაში განთავსებულ პროდუქციაზე ფასის ნიშნის არსებობის და სისწორის შემოწმება და უზრუნველყოფა;
** რეალიზაციის პირველადი დოკუმენტების შედგენა;
** საგამოფენო დარბაზში წარმოდგენილი პროდუქციის დაზიანების შემთხვევაში ადმინისტრაციის ინფორმირება;
** ინვენტარიზაციაში მონაწილეობის მიღება;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემული, ცალკეული დავალებების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:

** მინიმუმ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება კონსულტანტის პოზიციაზე;
** Word, Excel-ის ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელურობა;
** თავაზიანობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დისციპლინირებულობა;
** პედანტურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

სამუშაო გრაფიკი: სრული.

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2022 წლის 11 დეკემბერი.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნეთ რეზიუმე მისამართზე: hr@nova.ge. სათაურის ველში მიუთითეთ "გაყიდვების კონსულტანტი მარნეული".

დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |