www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სოციალური მედიის მენეჯერი
მომწოდებელი: ბიბლუსი
გამოქვეყნდა: 11 ნოემბერი / განცხადების ვადა: 11 დეკემბერი

"ბიბლუსი ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციაზე.

მოუთმენლად გელოდებით ჩვენს დიდ გუნდში, იმისთვის, რომ ერთად ვაკეთოთ ღირებული და მნიშვნელოვანი საქმე.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:30-18:30;
ადგილმდებარეობა: თბილისი, იოსებიძის 49.

ჩვენთან გელოდებათ:

** კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
** კომფორტული სამუშაო გარემო;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** და რაც ყველაზე მთავარია, ჩვენთან განსაკუთრებით ფასდება ერთგულება და ახალი იდეების ინიციირება.

ძირითადი ფუნქცია- მოვალეობები:

** სოციალური მედიის სხვადასხვა არხის (Facebook, Instagram, Youtube, Linkedin, Tiktok) განვითარების სტრატეგიის შემუშავება და მართვა;
** კომპანიაში არსებული სხვადასხვა ბრენდის პოპულარიზაციაზე ზრუნვა;
** ეფექტური ინტერაქციული ონლაინკავშირის უზრუნველყოფა;
** სოციალურ ქსელში მომხმარებელთან კომუნიკაცია;
** მომხმარებლის მხრიდან დაფიქსირებულ პრობლემებზე რეაგირება;
** მიმდინარე და მოსალოდნელი სიახლეების შესახებ ინფორმაციის განთავსება;
** ციფრული კამპანიების დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება, განხორციელება და შედეგების გაზომვა;
** Youtube channel-ის მართვა და შესაბამისი კონტენტის მომზადება;

ვაკანსიის სავალდებულო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება; (სასურველია მარკეტინგის მიმართულებით)
** სოციალური მედიის მენეჯერის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (Excel, Word, Powerpoint, Facebook Ads Manager, Google Ads, Google Analytics)

პიროვნული მახასიათებლები :

** კრეატიული;
** ორგანიზებული;
** პუნქტუალური;
** კომუნიკაბელური;
** პასუხისმგებლობის მქონე.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: vacancy@biblusi.ge 2022 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით და subject-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება (სოციალური მედიის მენეჯერი), წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

აღნიშნული ვაკანსიის ფარგლებში თქვენ მიერ რეზიუმეს ან/და სხვა მონაცემების შემცველი ინფორმაციის წარდგენით, თქვენ თანხმობას აცხადებთ და კომპანიას აძლევთ შემდეგ უფლებამოსილებას:

გაეცნოს/განიხილოს/დაამუშაოს/შეინახოს მოწოდებული ინფორმაცია/ გამოიყენოს მარკეტინგული კომუნიკაციისათვის/გადასცეს მასთან აფილირებულ პირებს ამავე მიზნებით/აღნიშნული უფლებამოსილება გაცემულად ჩაითვლება წინამდებარე მიზნობრიობის ამოწურვამდე ვადით, მათ შორის მომავალში ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურის განხილვისათვის.თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის, ასევე მარკეტინგული მიზნებისათვის, მოქმედი კანონმდებლობის დაცვით.

თქვენ გაქვთ უფლება ნებისმიერ დროს მოგვმართოთ ამავე გზით და მოითხოვოთ მონაცემების წაშლა ან/და გამოყენების შეწყვეტა.

კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს მოცემულ ვაკანსიაზე თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია.

თქვენ ადასტურებთ, რომ გამოგზავნილი ინფორმაცია გეკუთვნით თქვენ და შეესაბამება სინამდვილეს.

გისურვებთ წარმატებას.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |