www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გათბობა-ვენტილაციის სპეციალისტი
მომწოდებელი: თეგეტა მოტორსი
გამოქვეყნდა: 11 ნოემბერი / განცხადების ვადა: 11 დეკემბერი

"თეგეტას" გუნდში გათბობა-ვენტილაციის სპეციალისტს ვეძებთ.

სამუშაო გრაფიკი: სრული
დასაქმების ტიპი: მუდმივი
ხარისხი: არასრული უმაღლესი

ჩვენ ვართ უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში. 26 წელია ვზრუნავთ სფეროს განვითარებაზე და მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს ვთავაზობთ. თეგეტას მუდმივი ზრდა და განვითარება კი ჩვენი პროფესიონალების გუნდის მუშაობის ლოგიკური შედეგია.

ფუნქცია-მოვალეობები:

** გაგრილება-გათბობის ცენტრალური დანადგარის ყოველდღიური მონიტორინგი;
** გაგრილების ცენტრალური დანადგარის კონდენსატორების და მთლიანი სისტემის გარეცხვა წელიწადში ორჯერ;
** გაგრილება-გათბობის სისტემაში წყლის ან ლიკოლის წნევის სისტემატიური კონტროლი;
** საცირკულაციო დანადგარების კონტროლი თერმო კამერის გამოყენებით, რათა არ მოხდეს გახურება ან არ გამოვიდეს მწყობრიდან საკისრები;
** გაგრილების დანადგარის (ფანკოილის) ფილტრების გასუფთავება სამ თვეში ერთხელ;
** სპლიტკონდიციონერების ფილტრების გაწმენდა და შეკეთება დაზიანების შემთხვევაში თვეში ერთხელ;
** სისტემის კომპონენტების გეგმიური შემოწმება/მოვლა-პატრონობა მწარმოებლის რეკომენდაციების სრული დაცვით;
** სპლიტკონდეციონერების გარე ბლოკის კონდესატორების გარეცხვა ექვს თვეში ერთხელ;
** ვენტილაციის ცენტრალური დანადგარის ყოველდღიური მონიტორინგი;
** ვენტილაციის დანადგარზე ფილტრების გასუფთავება თვეში ერთხელ;
** დანადგარზე ღვედების და ძრავის შემოწმება, საჭიროების შემთხვევაში ღვედების შეცვლა.

მოთხოვნები: მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება

პიროვნული უნარები:

** დეტალებზე ორიენტაციის უნარი
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი

ჩვენ დაგახვედრებთ:

პროფესიონალების გუნდსა და გარემოს, რომელშიც გექნება პროფესიული განვითარების შესაძლებლობა, მათ შორის ტრენინგების საშუალებითაც. შემოგთავაზებთ სამედიცინო დაზღვევას და რა თქმა უნდა, სხვადასხვა კორპორაციულ შეთავაზებებს.

განაცხადის სანახავად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://jobs.pointer.ge//tegeta-motors/detail-view?vacancyId=511

იმედია მალე შევხვდებით,

საუკეთესო სურვილებით, თეგეტა



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |