www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ფინანსური მენეჯერი
მომწოდებელი: სადისტრიბუციო კომპანია ძველი კახეთი
გამოქვეყნდა: 11 ნოემბერი / განცხადების ვადა: 11 დეკემბერი

შპს "სადისტრიბუციო კომპანია ძველი კახეთი" წარმოადგენს "KTW ჯგუფი"-ს წევრ კომპანიას, რომელიც ახორციელებს ალკოჰოლური და საკონსერვო პროდუქციის დისტრიბუციას საქართველოში.

შპს "სადისტრიბუციო კომპანია ძველი კახეთი" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური მენეჯერის პოზიციაზე ქ. თბილისში.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული

ფუნქცია-მოვალეობები:

** ფინანსური ანგარიშგებების მომზადება, ანალიზი და წარდგენა;
** ბიუჯეტის შედგენაში მონაწილეობის მიღება, შესრულების კონტროლი;
** ხარჯების კონტროლის მექანიზმების შემუშავება-დანერგვა;
** რეპორტების შედგენა;
** სხვადასხვა დეპარტამენტებთან ინფორმაციის გაცვლა;
** პერიოდულ ინვენტარიზაციაში და კონტროლის სხვა ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსური ან ეკონომიური მიმართულებით
** მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე
** Excel -ის გამართული ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება პრიორიტეტულად.

პიროვნული თვისებები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** სწრაფი აზროვნება, დავალებების ოპერატიულად შესრულების უნარი;
** დროის მენეჯმენტი, სამუშაოს დაგეგმარების, პრიორიტეტების განსაზღვრის გამოკვეთილი უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა, მოწესრიგებულობა;
** ინტენსიური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით, ელ-მისამართზე: hr@oldkakheti.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "ფინანსური მენეჯერი". რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი სახელითა და გვარით.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 2022 წლის 11 დეკემბერი.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

შპს "სადისტრიბუციო კომპანია ძველ კახეთში" თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "სადისტრიბუციო კომპანია ძველ კახეთის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი ერთი წლის განმავლობაში.

შპს "სადისტრიბუციო კომპანია ძველ კახეთი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |