www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების აგენტი
მომწოდებელი: სითიქომი
გამოქვეყნდა: 11 ნოემბერი / განცხადების ვადა: 11 დეკემბერი

"Citycom" არის ონლაინ პლატფორმა, სადაც ურთიერთობები კიდევ უფრო მარტივი ხდება. ჩვენ ერთმანეთთან ვაკავშირებთ სამეზობლოს რომლებსაც საერთო გამოწვევების დაძლევა უნდათ და ამისთვის თანხების მობილიზება სჭირდებათ. ვეხმარებით ააგროვონ თანხები სხვადასხვა საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, რათა უზრუნველყონ კიდევ უფრო კეთილმოწყობილი საცხოვრებელი გარემო.

"Citycom" ელექტრონული საფულის საშუალებით, ეხმარება კორპუსის სამეზობლოს პირადი და კორპუსის ფინანსების მარტივად და გამჭვირვალედ მართვაში, თანხების შეგროვებასა და კეთილმოწყობაში.

გაიგე უფრო მეტი აქ: https://citycom.ge/, https://hello.citycom.ge/.

დაინტერესდი?

ბევრ წარმატებას მივაღწიეთ, თუმცა ეს საკმარისი არ არის და გეძებთ შენ, გაყიდვების აგენტის პოზიციაზე!

ძალიან მაგარი იქნება თუ შენ:

ხარ პროაქტიული, თვითორგანიზებული, გიყვარს საუბარი და ყველასთან პოულობ საერთო ენას. შეგიძლია გაყიდო იდეა და ამ იდეის ირგვლივ შემოიკრიბო პოტენციური კლიენტები. გიყვარს გაყიდვები და საკუთარი შედეგების მუდმივი გაუმჯობესება.

რისი გაკეთება მოგიწევს?

** სატელეფონოდ ან მისამართზე ვიზიტით პოტენციური მომხმარებლისათვის (თავმჯდომარისათვის) პრეზენტაციის/შეთავაზების გაკეთება;
** მისამართზე ვიზიტი და მოსახლეობის ხელმოწერების შეგროვება;
** მომხმარებლების და ბარათების პროგრამულ მოდულში რეგისტრაცია;
** მომხმარებლისათვის ბარათების მიწოდების უზრუნველყოფა;
** მისამართზე ვიზიტი და რეგისტრირებული ბარათების მოსახლეობისთვის მიწოდება;
** გაყიდვების ზრდა, გეგმის შესრულება.

რა გვინდა რომ გქონდეს:

** მინიმუმ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით
** ეფექტური მოლაპარაკებების მართვის გამოცდილება
** სასურველია ინგლისურ ენაზე მომხმარებლებთან კომუნიკაციის გამოცდილება

შეთავაზება:

** ფიქსირებული ანაზღაურებას, 600 ლარი (NET);
** საინტერესო საბონუსე სისტემა;
** კორპორაციული ტელეფონის ნომერი;
** ცოდნისა და პროფესიული შესაძლებლობების განვითარება;
** საინტერესო და ამბიციური სამუშაო გარემო;

თუ შენ ამ ტექსტის კითხვისას გაგეღიმა და საკუთარი თავი ამოიცანი. ასევე, გაგიჩნდა განცდა, რომ ეს ის საქმეა, რაც აქამდეც გიკეთებია და კიდევ უფრო მეტის კეთების საშუალებას გაძლევს, მაშინ, გამოგვიგზავნე შენი CV ელექტრონულ მისამართზე: hr@citycom.ge.

CV-ის გამოგზავნისას გთხოვ, რომ მეილის სათაურის (Subject) ველში გადაიტანო დასახელება - "გაყიდვების აგენტი".

აქვე გაყენებ საქმის კურსში, რომ ჩვენს კომპანიაში შენი პერსონალური მონაცემების გადმოგზავნით ნებას გვრთავ, რომ შენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია დავამუშაოთ, გავუზიაროთ მესამე პირ(ებ)საც და შევინახოთ ის კანონით განსაზღვრული ვადით. მონაცემების დამუშავება ემსახურება მხოლოდ იმ მიზანს, რომ დავადგინოთ შენი კანდიდატურის შესაბამისობა ჩვენ მიერ გამოცხადებულ ვაკანსიასთან.

მოგწონს რაც აქამდე წაიკითხე?

მაშ გამოგზავნე შენი CV!

"CITYCOM"-ის გუნდი გისურვებთ წარმატებებს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |