www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დიასახლისი
მომწოდებელი: VIVO Medical Group
გამოქვეყნდა: 11 ნოემბერი / განცხადების ვადა: 11 დეკემბერი

"ვივო მედიქალ გრუპი" აცხადებს ვაკანსიას დიასახლისის პოზიციაზე.

2016 წელს სამედიცინო ცენტრების გაერთიანება"Vivo Medical Group" დაფუძნდა. ჯგუფი აერთიანებს საქართველოს ბაზარზე არსებულ მულტიპროფილურ ცენტრებს: თბილისის ცენტრალური საავადმყოფო, ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარული ცენტრი, სამედიცინო ცენტრი ინოვა, ინოვა ინვიტრო, ჟორდანიას კლინიკა.

სამუშაო ადგილი: დიღომი, ჩაჩავას 1
სამუშაო გრაფიკი - ორშაბათი-პარასკევი, 09:00-17:00
ანაზღაურება - 800 ლარი

ძირითადი ფუნქციები:

** დაქვემდებარებულ დამლაგებელთა კოორდინაცია, ზედამხედველობა და პერიოდული ინსტრუქტაჟის ჩატარება;
** საჭირო ინვენტარის პროგრამული აღრიცხვა, კონტროლი და მომარაგების უზრუნველყოფა;
** შესრულებული სამუშაოს პერიოდული შეფასება, ანალიზი და ხარისხის მუდმივი კონტროლი;
** ეპიდემიოლოგთან ერთად სამედიცინო ნარჩენების სეგრეგაციის წესების მკაცრი დაცვა და კონტროლი;
** პაციენტის კვებისა და საყოფაცხოვრებოო ნივთების ყოველთვიური დეტალური ანგარიშის სწორი და დროული წარმოება-კონტროლი;
** კლინიკაში შემოსული თეთრეულის ხარისხის კონტროლი და მათი ჩამოწერის პროცესი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სასურველია კანდიდატს ჰქონდეს ექთნის დიპლომი ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ.ფოსტაზე: vacancy@vivomedical.ge და სათაურის (subject) ველში აუცილებლად მიუთითეთ მიუთითეთ პოზიცია "დიასახლისი" ან დაგვიკავშირდით ნომერზე 598 447 527.

მადლობა დაინტერესებისთვის, გისურვებთ წარმატებას!

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |