www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მაღაზიის დამხმარე - დროებითი
მომწოდებელი: ელიტ ელექტრონიქსი
გამოქვეყნდა: 11 ნოემბერი / განცხადების ვადა: 11 დეკემბერი

სს "ელიტ ელექტრონიქსი", საყოფაცხოვრებო ელექტრო ტექნიკის ყველაზე დიდი ქსელი საქართველოში, დაარსდა 1996 წელს. დღესდღეობით კომპანია საქართველოს მასშტაბით "ელიტ ელექტრონიქსის" 18 მაღაზიას მოიცავს.

სს "ელიტ ელექტრონიქსი" მომხმარებელს სთავაზობს საუკეთესო ფასებს, ფართო და მუდმივად განახლებად ასორტიმენტს, მომსახურების მაღალ დონესა და ინდივიდუალურ მიდგომას თითოეულ მომხმარებელთან. კომპანია წარმოადგენს მსოფლიოში უმსხვილესი ბრენდის ექსკლუზიურ წარმომადგენლობას საქართველოში ("Bosch", "Gorenje").

სს "ელიტ ელექტრონიქსის" ერთ-ერთი პრიორიტეტია საკადრო პოლიტიკა, რაც გულისხმობს პერსპექტიული და მაღალკვალიფიციური კანდიდატების შერჩევას და შემდგომში მათ პროფესიულ ზრდას და განვითარებას.

პოზიციის დასახელება: მაღაზიის დამხმარე
ადგილმდებარეობა: ქუთაისი, ზუგდიდი, ოზურგეთი, გორი, ხაშური, ახალციხე, ფოთი, საგარეჯო, თელავი
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი, დროებითი (1-2 თვე)
შერჩევის ფორმა: ტესტირება, გასაუბრება

ძირითადი მოვალეობები:

** შემოსული პროდუქციის ჩამოტვირთვა მანქანებიდან;
** პროდუქციის საწყობში გადატანა/ან მაღაზიაში განლაგება;
** მაღაზიაში ან საწყობში პროდუქციის გადაადგილება;
** საჭიროებისამებრ მაღაზიის მენეჯერისა და თანამშრომლების დახმარება;
** აღწერებში მონაწილეობის მიღება;
** გაყიდული ნივთის ადგილზე შემოწმება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი ან/და პროფესიული განათლება;
** ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული მახასიათებლები:

** მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
** ენერგიულობა და კომუნიკაბელურობა;
** გამართული მეტყველება და გადმოცემის უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** მიზანსწრაფულობა.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: eejobs@elitelectronics.ge. გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება სათაურის ველში.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |