www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: Tegeta Retail
გამოქვეყნდა: 11 ნოემბერი / განცხადების ვადა: 11 დეკემბერი

"თეგეტა რითეილის" გუნდში მარნეულში კორპორატიული გაყიდვების მენეჯერს ვეძებთ.

სამუშაო გრაფიკი: სრული
დასაქმების ტიპი: მუდმივი
ხარისხი: ბაკალავრი

ჩვენ ვართ უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში. 26 წელია ვზრუნავთ სფეროს განვითარებაზე და მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს ვთავაზობთ. თეგეტას მუდმივი ზრდა და განვითარება კი ჩვენი პროფესიონალების გუნდის მუშაობის ლოგიკური შედეგია.

გვჭირდება კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი:

** რომელსაც აქვს დამარწმუნებელი კომუნიკაციისა და არგუმენტირების უნარი
** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი
** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** სისხარტე
** სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი
** გუნდურად მუშაობის უნარი

რას აკეთებს კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი?

** არსებულ კერძო კორპორატიულ კლიენტებთან შეხვედრების ორგანიზება სიახლეების გაცნობისა და პრობლემატური საკითხების მოგვარების მიზნით;
** აღნიშნული შეხვედრების შედეგებზე რეპორტის მომზადება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;
** ახალი კორპორატიული მომხმარებლების მოძიება, კომპანიის პროდუქციის შეთავაზება და მოლაპარაკებების წარმოება სავაჭრო ხელშეკრულების გაფორმების მიზნით;
** ტენდერებსა და ბაზრის კვლევებში მონაწილეობის მიღება;
** ტენდერების შედეგის მიხედვით რეპორტის მომზადება და ხელშეკრულების გაფორმება;
** ხელშეკრულების პირობების შესრულების მუდმივი მონიტორინგი;
** კერძო კორპორატიული ორგანიზაციების პორტფელის წარმოება (დებიტორული დავალიანების კონტროლი, თანხების ამოღებაზე ზრუნვა, პრობლემური დებიტორების შესაბამის სტრუქტურებზე გადაცემა).

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** მინიმალური სამუშაო გამოცდილება 2 წელი გაყიდვების, კლიენტთა მომსახურების მიმართულებით
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
** საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა

ჩვენ დაგახვედრებთ:

პროფესიონალების გუნდსა და გარემოს, რომელშიც გექნება პროფესიული განვითარების შესაძლებლობა, მათ შორის ტრენინგების საშუალებითაც. შემოგთავაზებთ სამედიცინო დაზღვევას და რა თქმა უნდა, სხვადასხვა კორპორაციულ შეთავაზებებს.

განაცხადის სანახავად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://jobs.pointer.ge//tegeta-motors/detail-view?vacancyId=513

იმედია მალე შევხვდებით,

საუკეთესო სურვილებით, თეგეტა



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |