www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ონლაინ მხარდაჭერის ოპერატორი
მომწოდებელი: ფინბიურო
გამოქვეყნდა: 11 ნოემბერი / განცხადების ვადა: 11 დეკემბერი

"ფინბიურო" სასესხო ვალდებულებების მართვის სფეროში მუშაობს 2015 წლიდან. ორგანიზაციის ძირითადი მიმართულება სუბიექტების ეკონომიკური გაჯანსაღებაა, ამ მიზნით შეისყიდის სასესხო პორტფელებს ბანკებისა და მიკროსაფინანსოებისგან.

"ფინბიურო" აერთიანებს 17 ფილიალსა და 800-ზე მეტ თანამშრომელს.

"ფინბიურო" აცხადებს ვაკანსიას ონლაინ მხარდაჭერის ოპერატორის პოზიციაზე.

პირობები:

** სამუშაო საათები: ორშაბათი- პარასკევი: 10:00-დან 18:00-მდე; შაბათი: 10:00-დან 13:00-მდე
** ადგილმდებარეობა: თბილისი
** ანაზღაურება: 600 ლარი.

სამუშაოს აღწერა

** ონლაინ (ჩათის) საშუალებით მომხმარებელთან დროული და სრულყოფილი კომუნიკაცია;
** სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება; პრიორიტეტი მიენიჭება ონლაინ (ჩათზე) მუშაობის გამოცდილებას;
** ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;

კომპეტენციები და უნარები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სამუშაო დროის ოპტიმალურად გამოყენების უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი;

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: hr@finbureau.ge სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "ონლაინ მხარდაჭერის ოპერატორი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც შპს "ფინბიურო"-სათვის ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადით. კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, შპს "ფინბიურო"-ში შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად.

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების შპს "ფინბიურო"-სათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა შპს "ფინბიურო"-ში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |