www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: HoReCa მენეჯერი
მომწოდებელი: სადისტრიბუციო კომპანია ძველი კახეთი
გამოქვეყნდა: 11 ნოემბერი / განცხადების ვადა: 11 დეკემბერი

შპს "სადისტრიბუციო კომპანია ძველი კახეთი" წარმოადგენს "KTW ჯგუფი"-ს წევრ კომპანიას, რომელიც ახორციელებს ალკოჰოლური და საკონსერვო პროდუქციის დისტრიბუციას საქართველოში.

შპს "სადისტრიბუციო კომპანია ძველი კახეთი" აცხადებს ვაკანსიას HoReCa მენეჯერის პოზიციაზე ქ. თბილისში.

ანაზღაურება: შეთანხმებით
სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი

ფუნქცია-მოვალეობები:

** HoReCa-ს არხში გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება;
** ჰორეკა ბაზრის მონიტორინგი და გაყიდვების ინდივიდუალური სტრატეგიის შემუშავება;
** HoReCa-ს არხში მარკეტინგული ღონისძიებების ჩატარების კონტროლის უზრუნველყოფა და ანალიზი;
** პოტენციური კლიენტების მოძიება, მათთან შეხვედრების ორგანიზება და მოლაპარაკებების წარმოება;
** პარტნიორი გაყიდვების ობიექტების საქმიანობის წარმართვა გაყიდვების გეგმის შესრულებასა და კომპანიის სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა;
** კომპანიასა და მის კონტრაგენტებს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობების პირობების დაცვის კონტროლი;
** გაყიდვების გეგმის შესრულების მიმდინარეობის კონტროლი;
** შემუშავებული ბიზნეს-გეგმის შეუსრულებლობის შემთხვევაში სტრატეგიის შემუშავება მაკორექტირებელი ზომების შემოღებისათვის და ამ ზომების რეალიზების უზრუნველყოფა გაყიდვების გეგმის შესრულების მიზნით;
** პასუხისმგებლობაში მყოფ ტერიტორიაზე გაყიდვების პოტენციალის შეფასება;
** ტერიტორიის რეგულარული აუდიტის ჩატარება, კერძოდ: პროდუქციის განლაგების სტანდარტების შესრულება, სავაჭრო მოწყობილობის განთავსება, სარეკლამო მასალების განთავსება და ა.შ;
** კონკურენტების სარეკლამო და სავაჭრო მარკეტინგის იდენტიფიცირება და შეფასება;
** კომპანიის პროდუქტებისა და პროცესების ზედმიწევნით შესწავლა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** HoReCa სექტორის თავისებურებების ცოდნა;
** ჰორეკა სექტორში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების პროგრამების გამართული ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული უნარები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** დროის მენეჯმენტი, სამუშაოს დაგეგმარების უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** მოლაპარაკებების სწორად წარმართის უნარი;
** ანალიზისა და რეპორტინგის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა, მოწესრიგებულობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით, ელ-მისამართზე: hr@oldkakheti.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "HoReCa მენეჯერი". რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი სახელითა და გვარით.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 2022 წლის 11 დეკემბერი.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

შპს "სადისტრიბუციო კომპანია ძველ კახეთში" თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "სადისტრიბუციო კომპანია ძველ კახეთის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი ერთი წლის განმავლობაში.

შპს "სადისტრიბუციო კომპანია ძველ კახეთი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |