www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ანაზღაურებადი სტაჟირება ბიზნესის მიმართულებით
მომწოდებელი: Carrefour Georgia
გამოქვეყნდა: 11 ნოემბერი / განცხადების ვადა: 11 დეკემბერი

Majid Al Futtaim Hypermarkets Georgia მოტივირებულ ახალგაზრდებს, რომლებიც არიან დამამთავრებელ კურსზე და დაინტერესებულნი არიან ბიზნესისა და მენეჯმენტის სფეროში თავის დამკვიდრებით, სთავაზობს სწავლისა და განვითარების უნიკალურ შესაძლებლობას და აცხადებს ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამას.

თუ დაინტერესებული ხართ ახალი გამოწვევებით, საერთაშორისო ასპარეზზე ცოდნისა და გამოცდილების გაღრმავებით, და თვლით, რომ თქვენი მომავალი კარიერა ბიზნესისა და მენეჯმენტის სფეროში უნდა განვითარდეს, თქვენ გეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა სამი თვის განმავლობაში გახდეთ პროფესიონალთა ჯგუფის წევრი და მიიღოთ მრავალმხრივი გამოცდილება საერთაშორისო საცალო გაყიდვების კომპანიაში.

სტუდენტები სტაჟირებას გაივლიან ბიზნესისთვის ორ ყველაზე საკვანძო დეპარტამენტში - კომერციისა და ლოგისტიკის დეპარტამენტებში ანალიტიკის მიმართულებით.

პირობები:

** სტაჟირების ხანგრძლივობა - 3 თვე
** დეპარტამენტი - კომერცია და ლოგისტიკა
** ლოკაცია - Carrefour Georgia, სათავო ოფისი

სტაჟიორს შეხება ექნება ბიზნესის პრაქტიკულ მიმართულებებთან:

კომერცია:

** ბიზნესის განვითარების ძირითადი პრინციპები
** სხვადასხვა კატეგორიის პროდუქციის მომგებიანობა
** გაყიდვების ანალიზი სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით და რეპორტინგი
** გაყიდვებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორების იდენტიფიკაცია
** სპეციალურ კომპიუტერულ პროგრამასა და Excel-ში მუშაობა

ლოგისტიკა:

** შესყიდვების დაგეგმარება
** ადგილობრივი მომწოდებლების შეკვეთების შექმნა
** იმპორტის პროდუქციაზე ცენტრალიზებული შეკვეთების გაკეთება
** საწყობის ოპერაციები და საოპერაციო ანალიტიკა
** საწყობიდან მაღაზიებამდე ტრანსპორტირება/ მარშრუტების დაგეგმვა

გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: recruitment-geo@mafcarrefour.com (წერილის თემის გრაფაში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "სტაჟიორი - კომერცია" ან "სტაჟიორი - ლოგისტიკა")

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |