www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების გუნდის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: ეტსეტერა
გამოქვეყნდა: 11 ნოემბერი / განცხადების ვადა: 11 დეკემბერი

მზარდი და განვითარებაზე ორიენტირებული კომპანია "ეტსეტერა" 2016 წლიდან პოზიციონირებს ბაზარზე. "ეტსეტერას" წამყვან ადგილს წიგნის სამომხმარებლო ბაზარზე განაპირობებს უნიკალური გამოცემების რეალიზება და მკითხველებისთვის საუკეთესო პირობების შეთავაზება ადგილზე მიტანის უფასო სერვისით.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების გუნდის ხელმძღვანელის პოზიციაზე.

პირობები:

** სამუშაო ადგილი: თბილისი, შანხაი/მედეა ჩახავას 9, მე 6 სართ.
** სამუშაო გრაფიკი: 10:00 სთ - 18:00 სთ / 14:00 სთ - 22:00 სთ;
** სამუშაო დღეები: ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით.
** ანაზღაურება: ფიქსირებულს + ბონუსი

პოზიციის ძირითადი მოვალეობები:

** ქოლ-ცენტრის გაყიდვების ჯგუფის მართვა;
** დაგეგმოს გაყიდვების სტრატეგია (გეგმები/შესრულება);
** აწარმოოს გაყიდვების აგენტების საქმიანობის მონიტორინგი,
** წარუდგინოს მენეჯმენტს მოკლევადიანი და გრძელვადიანი გეგმები;
** დაგეგმოს და განახორციელოს სამოტივაციო სქემები და პროგრამები, რაც გაზრდის გაყიდვების ჯგუფის მოტივაციას და ლოიალურობას კომპანიის მიმართ;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (მენეჯმენტის/ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით);
** გაყიდვების გუნდის მართვის მინიმუმ ერთ წლიანი სამუშაო გამოცდილება (სავალდებულო)
** მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** ანალიტიკური აზროვნება;
** მიზანმიმართული და შედეგის მიღწევაზე ორიენტირებული;
** ინოვაციური და კრეატიული;
** გუნდის მართვის უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: etsetera.vacancy@gmail.com და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "გაყიდვების გუნდის ხელმძღვანელი",

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |