www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დამხმარე თანამშრომელი
მომწოდებელი: ტრანსპორტერი
გამოქვეყნდა: 11 ნოემბერი / განცხადების ვადა: 11 დეკემბერი

"ტრანპორტერ ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის დამხმარე თანამშრომლის პოზიციაზე, ქ.თბილისში.

"ტრანსპორტერ ჯგუფი" რეკრეაციული ტექნიკის, მოტოტექნიკისა და სამებაღეო-სატყეო მიმართულებით მრავალი ბრენდის დისტრიბუტორია ამიერკავკასიაში. კომპანია თბილისისა და ბათუმის ფილიალებითაა წარმოდგენილი საქართველოში. ტექნიკასთან ერთად, "ტრანსპორტერი" ბრენდირებულ აქსესუარებსა და ტექნიკურ სერვისს სთავაზობს მომხმარებელს. "ტრანსპორტერი" ოფიციალურად თანამშრომლობს ათეულობით ცნობილ ბრენდთან, მათ შორის: BRP (Bombardier Recreational Products), CFMOTO, KAWASAKI, KYMCO, GARDENA, HUSQVARNA და სხვ.

"ტრანსპორტერ ჯგუფი" სამ კომპანიას აერთიანებს, ესენია: Mountain Resort Solutions, Gardena Service და Transporter Service.

დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ ეწვიეთ საიტს: https://transporter.com.ge/

ძირითადი მოვალეობები:

** უზრუნველყოს საწყობში პროდუქციის სათანადო განთავსება;
** დაიცვას და გააკონტროლოს საწყობში პროდუქციის შენახვის პირობები;
** დაალაგოს სარეალიზაციო ნივთები სტანდარტების დაცვით;
** მოამზადოს საწყობში შემოსული შეკვეთები;
** იცოდეს კომპანიის პროდუქციის კოდების გარჩევა-წაკითხვა;
** ჩამოცალოს/დატვირთოს მიღებული ტვირთი და დაალაგოს საწყობში შესაბამის ადგილზე;
** შეინარჩუნოს საწყობში დალაგებული და მოწესრიგებული მდგომარეობა;
** დაიცვას წესრიგი (სამუშაო დრო, პირადი ჰიგიენა, უნიფორმის ტარება).
** მონაწილეობა მიიღოს საწყობის აღწერაში;
** შეასრულოს საწყობის მენეჯერის დავალებები.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება უმაღლესი ან პროფესიული;
** საავტომობილო ან/და მოტო ტექნიკის სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** უცხო ენების რუსული, ინგლისური ფლობა სასურველია;
** ძირითადი საოფისე პროგრამების ფლობა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პუნქტუალური;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით, ელ.ფოსტაზე: hr@transporter.com.ge 2022 წლის 11 დეკემბრის ჩათვლით. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება სერვისის ოპერატორი.

"ტრანპორტერ ჯგუფი" გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |