www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ქოლცენტრის ოპერატორი
მომწოდებელი: ლაბლაინი
გამოქვეყნდა: 11 ნოემბერი / განცხადების ვადა: 11 დეკემბერი

შპს "ლაბლაინი" აცხადებს ვაკანსიას ქოლცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

კომპანია "ლაბლაინი" წარმოადგენს ადგილობრივ წარმოებასა და დისტრიბუციას სამომხმარებლო და არასამომხმარებლო ბაზარზე.

ჩვენ გთავაზობთ:

** საინტერესო და გამოწვევებით სავსე სამსახურს.
** კონკურენტულ ანაზღაურებას.
** კარიერული ზრდის პერსპექტივას.

ძირითადი მოვალეობები:

** შეკვეთების პროგრამული გაფორმება;
** სატელეფონო ზარებითა და სხვა კომუნიკაციის საშუალებებით მომხმარებელთა
** კონსულტირება და შეთავაზებების გაკეთება;
** პროდუქციის მახასიათებლების ზედმიწევნით კარგად ცოდნა და ინფორმაციის სრულყოფილად მიწოდება.

ძირითადი მოთხოვნებია:

** ქართულ ენაზე გამართული წერისა და მეტყველების უნარი;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა - მომხმარებლის დონეზე;
** ასაკი: 21 წლიდან 35 წლამდე;
** სქესი: მდედრობითი;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული თვისებები:

** ორგანიზებულობა, დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** პუნქტუალურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი.

სამუშაო გრაფიკი: სრული, 10:00-19:00
ანაზღაურება შეადგენს: გამოსაცდელ პერიოდში 700 ₾, მესამე თვიდან 900 ₾.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (ფოტოსურათით) შემდეგ ელ. ფოსტაზე: vacancy@labline.ge.
სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი, წინააღმდეგ შემთხვევაში მიღებული CV არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან, განაცხადის მიღებიდან 15-20 დღის ვადაში.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |