www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: უფროსი Back-End დეველოპერი - Connect
მომწოდებელი: TNET
გამოქვეყნდა: 11 ნოემბერი / განცხადების ვადა: 11 დეკემბერი

"TNET" წარმოადგენს თიბისი ჯგუფში შემავალ ყველაზე დიდ ტექნოლოგიურ კომპანიას, როგორც საქართველოს, ასევე რეგიონის მასშტაბით.

"თინეთი" 9 ციფრულ პლატფორმასა და 5 მობილურ აპლიკაციას აერთიანებს. ამ პლატფორმებს თვეში 2 მილიონამდე უნიკალური მომხმარებელი ჰყავს, რაც ქვეყნის ზრდასრული მოსახლეობის 70%-ია და ჯამში საქართველოს ინტერნეტ ტრაფიკის 40%-ს მოიცავს.

"თინეთში" შემავალი ციფრული პლატფორმები (myauto.ge; myhome.ge; mymarket.ge; myparts.ge; vendoo.ge; swoop.ge; tkt.ge; livo.ge; saba.com.ge) მომხმარებელს მომსახურებას 4 ძირითადი მიმართულებით სთავაზობს: Lifestyle, ელექტრონული კომერცია, ავტო და უძრავი ქონება

"Connect"-ის გუნდში ვეძებთ უფროსი Back-end დეველოპერს!

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-დან 19:00 საათამდე (1 საათი შესვენება)
შვებულება: ნამუშევარი თვეების პროპორციულად (თვეში 2დღე)+ 4 day off წელიწადში

ფუნქცია-მოვალეობები:

** კრიტიკული ვებ-სერვისების შექმნა და განთავსება, მათ შორის დიდი ოდენობით მონაცემთა მოპოვების, ინტეგრაციისა და გამოყენებისთვის;
** შესრულებული სამუშაოს ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადება და შემდგომი სრულყოფა;
** ახალი ტექნოლოგიების დანერგვა სხვადასხვა სერვისების ფუნქციონალის გაუმჯობესებისა თუ სრულყოფის მიზნით;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** თანამედროვე JavaScript-ის სიღრმისეული ცოდნა და მუშაობის გამოცდილება JS (ES6+);
** Typescript-ისა და Python-ის პრაქტიკული ცოდნა;
** REST APIs დეველოპმენტის გამოცდილება NodeJs ან მისი ერთ-ერთი ფრეიმვორკის (NestJS, Express, Fastify) გამოყენებით;
** რელაციური (Postgres, MySQL) და არარელაციური (Apache Cassandra, DynamoDB) მონაცემთა ბაზების არქიტექტურის ცოდნა და მუშაობის გამოცდილება;
** In-Memory მონაცემთა ბაზებთან (Redis), სესიაზე დაფუძნებული აუთენთიფიკაციისა და JWTტექნოლოგიებთან მუშაობის გამოცდილება
** ვერსიის კონტროლის სისტემებთან მუშაობის გამოცდილება (GitLab, GitHub, BitBucket).

თუ ფიქრობთ, რომ ზემოთ მოთხოვნილ კრიტერიუმებს აკმაყოფილებთ და ასევე გსურთ, იმუშაოთ ყველაზე მოწინავე ტექნოლოგიურ კომპანიაში, მოქნილ და პროფესიონალებით დაკომპლექტებულ გუნდში, მაშინ გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე: hr@tnet.ge და სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |