www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: დეილი
გამოქვეყნდა: 11 ნოემბერი / განცხადების ვადა: 11 დეკემბერი

"დეილი" სუპერმარკეტი ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს. ამჟამად კომპანია ფლობს 150-მდე ფილიალს ქვეყნის მასშტაბით.
2017 წლიდან "დეილი" მომხმარებლებს სთავაზობს მზა კვებისა და საკონდიტრო ნაწარმის ფართო არჩევანს, რომლითაც უწყვეტ რეჟიმში ხდება ფილიალების მომარაგება.
სუპერმარკეტების ქსელში 1500-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული.

კომპანია "დეილი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

პირობები:

** სამუშაო ადგილი: თბილისი, უზნაძს ქ.N4
** სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი (10:00-დან 19:00-მდე)
** დასვენების დღეები: შაბათი-კვირა
** ანაზღაურება: 1500 ლარი

საქმიანობის აღწერა:

** საგადასახადო დეკლარაციების მომზადება
** საბანკო გადარიცხვების წარმოება
** საპენსიო შენატანების გამოთვლა და დეკლარირება (20 თანამშრომელი)
** სტატისტიკის დეპარტამენტის მიერ მოთხოვნილი ანგარიშგებების წარდგენა (საჭიროების შემთხვევაში)
** SARAS ანგარიშგებების გაგზავნა (4 კატეგორია)
** ინფორმაციის ბუღალტრულ პროგრამაში (ან Excel-ში) გატარება
** ფინანსური უწყისების (IS, BS, CF) ყოველთვიური წარმოება

აუცილებელი მოთხოვნები:

** განათლება ეკონომიური ან ფინანსების მიმართულებით
** საქართველოს საგადასახადო კოდექსის ცოდნა (სასურველია)
** აღნიშნული მიმართულებით 1 წლამდე სამუშაო გამოცდილება
** სასურველია პროგრამა 1 C ცოდნა
** საოფისე პროგრამის ცოდნა მაღალ დონეზე (უპირატესობა ენიჭება ექსელის კარგ ცოდნას);

უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** დროის ეფექტურად გადანაწილების უნარი;
** პუნქტუალურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის: HR@daily.ge 2022 წლის 11 დეკემბრის ჩათვლით. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს რეზიუმეს ვერ განვიხილავთ.

შენიშვნა: სამუშაო პროცესში პროფესიულ ზრდასთან ერთად გადაიხედება ანაზღაურება



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |