www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ხარისხის სპეციალისტი
მომწოდებელი: თეგეტა მოტორსი
გამოქვეყნდა: 11 ნოემბერი / განცხადების ვადა: 11 დეკემბერი

"თეგეტას" გუნდში ხარისხის სპეციალისტს ვეძებთ.

სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
დასაქმების ტიპი: მუდმივი
ხარისხი: ბაკალავრი

ჩვენ ვართ უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში. 26 წელია ვზრუნავთ სფეროს განვითარებაზე და მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს ვთავაზობთ. "თეგეტას" მუდმივი ზრდა და განვითარება კი ჩვენი პროფესიონალების გუნდის მუშაობის ლოგიკური შედეგია.

გვჭირდება ხარისხის სპეციალისტი:

** რომელსაც აქვს ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** სწრაფი გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** კომპლექსური სიტუაციის მართვის უნარი.

რას აკეთებს ხარისხის სპეციალისტი?

** "თეგეტა მოტორსის" ჰოლდინგში შემავალი კომპანიებისთვის ინდივიდუალური სტანდარტების დანერგვა
** გაყიდვები;
** მერჩენდაიზინგი;
** ბიზნეს პროცესები;
** სერვისი/მომსახურება;
** საწყობი/ლოჯისტიკა;
** ინფრასტრუქტურა;
** შრომის უსაფრთხოება;
** სტანდარტების შეფასების სისტემის შექმნა
** კომპანიებში და მათ ფილიალებში გეგმური ვიზიტების განხორციელება
** კომპანიების შიდა სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენა
** მიღებული შედეგების ანალიზი და რეპორტინგი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
** საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა
** აუცილებელია მართვის მოწმობა - B კატეგორია

ჩვენ დაგახვედრებთ:

** პროფესიონალების გუნდსა და გარემოს, რომელშიც გექნება პროფესიული განვითარების შესაძლებლობა, მათ შორის ტრენინგების საშუალებითაც.
** შემოგთავაზებთ სამედიცინო დაზღვევას და რა თქმა უნდა, სხვადასხვა კორპორაციულ შეთავაზებებს.
** ისარგებლებ სამედიცინო დაზღვევითა და "თეგეტას" თანამშრომლებისთვის განკუთვნილი კორპორაციული შეთავაზებებით.

განაცხადის სანახავად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://jobs.pointer.ge//tegeta-motors/detail-view?vacancyId=404

იმედია მალე შევხვდებით,

საუკეთესო სურვილებით, "თეგეტა".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |