www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ტრანსპორტერი
გამოქვეყნდა: 11 ნოემბერი / განცხადების ვადა: 11 დეკემბერი

"ტრანპორტერ ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე, ქ. თბილისში.

"ტრანსპორტერ ჯგუფი" რეკრეაციული ტექნიკის, მოტოტექნიკისა და სამებაღეო-სატყეო მიმართულებით მრავალი ბრენდის დისტრიბუტორია ამიერკავკასიაში. კომპანია თბილისისა და ბათუმის ფილიალებითაა წარმოდგენილი საქართველოში. ტექნიკასთან ერთად, "ტრანსპორტერი" ბრენდირებულ აქსესუარებსა და ტექნიკურ სერვისს სთავაზობს მომხმარებელს. "ტრანსპორტერი" ოფიციალურად თანამშრომლობს ათეულობით ცნობილ ბრენდთან, მათ შორის: BRP (Bombardier Recreational Products), CFMOTO, KAWASAKI, KYMCO, GARDENA, HUSQVARNA და სხვ.

"ტრანსპორტერ ჯგუფი" სამ კომპანიას აერთიანებს, ესენია: Mountain Resort Solutions, Gardena Service და Transporter Service.

დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ ეწვიეთ საიტს: https://transporter.com.ge/

ძირითადი მოვალეობები:

** აწარმოოს ბაზრის მუდმივი მონიტორინგი და ანალიზი;
** კარგად იცნობდეს კომპანიის პროდუქციას;
** გაყიდოს კომპანიის პროდუქცია და მომსახურება;
** აწარმოოს პროდუქტის შერჩევა, შეკვეთის განთავსება და ფასდადება;
** მოიძიოს/მოიზიდოს მომხმარებლები;
** აწარმოოს გაყიდვების პროცესთან დაკავშირებული დოკუმენტაცია (ხელშეკრულება, მიღება-ჩაბარება...);
** დაგეგმოს შეკვეთები და გაუწიოს მათ კონტროლი;
** იქონიოს კომუნიკაცია კომპანიის, როგორც პოტენციურ, ასევე უკვე ბაზაში არსებულ მომხმარებლებთან;
** მუდმივად იზრუნოს არსებული მომხმარებლებისა და მომწოდებლების მონაცემთა ბაზის განვითარებაზე;
** ხელი შეუწყოს კომპანიის გაყიდვების ზრდას;
** შეასრულოს ყოველთვიური გაყიდვების გეგმა;
** მოამზადოს შეხვედრაზე წარსადგენი წინადადება და პრეზენტაცია;
** საჭიროების შემთხვევაში მოიძიოს და მოელაპარაკოს მომწოდებლებს;
** აწარმოოს პერიოდული რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება უმაღლესი;
** გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება 1 წელი;
** სასურველია საერთაშორისო ბრენდებთან მოლაპარაკების გამოცდილება;
** უცხო ენების ინგლისური, რუსული სრულყოფილად ცოდნა;
** სასურველია სატრანსპორტო ან მოტო ტექნიკასთან მიახლოებულ სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** ძირითადი საოფისე პროგრამების ფლობა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ზეპირი და წერითი კომუნიკაციის უნარები;
** მოლაპარაკების ეფექტურად წარმართვის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით, ელ.ფოსტაზე: hr@transporter.com.ge 2022 წლის 11 დეკემბრის ჩათვლით. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "გაყიდვების მენეჯერი".

"ტრანპორტერ ჯგუფი" გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |