www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დღის ცვლის ადმინისტრატორი
მომწოდებელი: Silver 39 Corner Hotel
გამოქვეყნდა: 16 ნოემბერი / განცხადების ვადა: 16 დეკემბერი

ვერცხლის ქუჩაზე მდებარე, 21 ნომრიანი სასტუმრო, ტერასით და ძველი თბილისის შესანიშნავი ხედებით, "Silver 39 Corner Hotel" აცხადებს ვაკანსიას დღის ცვლის ადმინისტრატორის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი (2 დღე მუშაობა 2 დღე-ღამე დასვენება. სამუშაო საათები: 09:00-21:00)
ანაზღაურება: 700 ლარი.

მიმღების თანამშრომლის ძირითადი ფუნქციები იქნება:

** სტუმრის მიღება და რეგისტრაციის პროცედურის წარმართვა
** სტუმრის შესახებ ინფორმაციის პროგრამაში ასახვა
** სტუმრის მიერ გადასახდელი/გადახდილი თანხების აღრიცხვა და გადახდების მუდმივი კონტროლი
** შემომავალ ზარებზე პასუხი და ზარის გადამისამართება
** სასტუმროს ფასების და მომსახურების შესახებ სტუმრებისთვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება
** სტუმრის ბარათის შემოწმება პრეავტორიზაციისთვის
** ელექტრონული გასაღების რეგისტრაცია/გაუქმება
** გაყიდული და გასაყიდი ოთახების მართვა პროგრამაში
** სერვისთან დაკავშირებული, სტუმრის ყველა მოთხოვნის უზრუნველყოფა
** დასუფთავების დეპარტამენტის ინფორმირება Check-in და Check-out -ზე;
** დასუფთავების დეპარტამენტის ინფორმირება მასზე, რომ ნომერი გათავისუფლდა და საჭიროებს დალაგებას
** მიმღების სივრცის სისუფთავისა და წესრიგის კონტროლი
** სამუშაოსთან დაკავშირებული სხვა მითითებების შესრულება

მიმღების თანამშრომლის პოზიციაზე ძირითად მოთხოვნებს წარმოადგენს:

** უცხო ენების (ინგლისური, რუსული) სრულყოფილად ცოდნა
** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (მინიმუმ 6 თვე)
** სასურველია პროგრამა "FIDELIO"ს ცოდნა
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი

თუ აკმაყოფილებთ ზემოთ მოცემულ მოთხოვნებს, გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: hotel@silver39.ge. გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |