www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მარკეტინგისა და სოციალური მედიის მენეჯერი
მომწოდებელი: ს მოტორსი
გამოქვეყნდა: 16 ნოემბერი / განცხადების ვადა: 16 დეკემბერი

"SMOTORS"-ი აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგისა და სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: სრული
დასაქმების ტიპი: მუდმივი
ხარისხი: ბაკალავრი
მისამართი: თბილისი, მ.გახოკიძის 4

კომპანია "SMOTORS"-ი 2001 წლიდან ახორციელებს საქართველოს ბაზრის მომარაგებას მაღალი ხარისხის ავტონაწილებით.

"SMOTORS" - ხარისხი დეტალებშია!

ძირითადი მოვალეობები:

** მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება;
** სოციალური ქსელების მართვის მონიტორინგი;
** კომპანიის სტრატეგიის გათვალისწინებით მარკეტინგული ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება;
** კომპანიის ცნობადობის და ბრენდის პოპულარიზაციის მიზნით მარკეტინგული ღონისძიებების გატარება;
** პრეზენტაციების და სარეკლამო აქტივობების განხორციელება, სარეკლამო კომპანიებთან თანამშრომლობა;
** სარეკლამო ბეჭდური მასალების ხარისხით და ვიზუალით მომზადების პროცესის კონტროლი;
** ბაზრის კვლევა და ანალიზი, ბაზრის მოთხოვნების, ტენდენციების შესწავლის მიზნით;
** მომხმარებელთა მოზიდვისა და გაყიდვების მხარდამჭერი აქციების შემუშავება და განხორციელება;
** მომხმარებლების კმაყოფილების კვლევის ჩატარება, ხარვეზებზე მუშაობა, რეაგირება;
** კომპანიის საიმიჯო რეკლამის მოფიქრება, გაანალიზება და შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გრაფიკულ პროგრამებთან (Photoshop, Illustrator) მუშაობის და ციფრული მარკეტინგის (FB, IG, SEO, Google Ads, etc) პრინციპების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
** ინგლისური ენის ცოდნა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;

პიროვნული და პროფესიული უნარები:

** ორგანიზებულობა;
** საქმის და დროის სწორად გადანაწილების უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** კონფიდენციალობა, მოწესრიგებულობა და პუნქტუალობა;
** კომუნიკაციის უნარი.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: info@smotors.ge და გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

SMOTORS-ში ("სმოტორს") თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები SMOTORS - ის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |